ერთი წამის ფიქრი მართა
პოეზია
13,11,2014
3/0

როგორ? როგორ გავიქცე ან რას გავექცე?
წავიდე? უბრალოდ ქუდი დავიხურო და
სახლიდან უთქმელად გავიდე....
დავემშვიდობო თუნდაც ეზოს წინ პატარა ხის სკამს
დარდი გავანდო ნუჟრიან კუთხეს სადაც ვიჯექი.....
მერე გავსწორდე, თავი ავწიო
,,მოვინანიე" გავიფიქრო და გავქრე უკუნში
გავლილ ცხოვრებას კადრებად ვუწყო დახარისხება
,,კარგი" და ,,ცუდი" დავაწერო და
შევფუთო შავთეთრ დარდის კონებად
მერე ნაცნობ გზას გავუყვე
თავს ვესაუბრო ჩუმად
დაგროვილ დარდში მოტევების
ცრემლები ვყარო უხვად.....
ყველას ვაპატიებ.....
გულით განურჩევლად
ყველა მაპატიებს ვიცი....
ზოგს ნებსით ვაწყენინე, ზოგს კი უნებლიედ...
თუ შეძლებთ მაპატიეთ.... მაგრამ!!!!
ეს მაშინ როცა მართლა წავალ
როცა დავიღლები წყენით
როცა მართლა ყელში ამომივა
საფლავს გავითხრიდე ჩემით...
თითქოს დროც არ დარჩა უკვე ბევრი
თითქოს მომერია წყენაც, სიბრაზეც და....
დაუმსახურებლად წყენა თურმე
რამდენს სიბოროტეს ჭედავს....

.............საით წავიდე? ყველგან ცხოვრებაა თავისი მძიმე წესით...
და ამ ცხოვრების პატიმრები ბორკილს მიათრევენ წელით....
ყველამ თავის თავს თვითონ მიუსაჯა უკარო საკანი ბნელი
სადაც ბრმა ხალხი სხეულს ვერა მაგრამ
ერთმანეთს გულს უკლავენ წყენით........
მერე უსინდისოდ საკურთხეველთან ცოდვის შენანებას ითხოვენ
წმინდა სეფისკვერით მუცელს იძღობენ და
,,მოვინანიე"–ო ოხრავენ.....
მაღლა კი მთავარი უზენაესი ჩვენს გამო ცრემლებს ღვრის...
მარიამ ღვთისმშობელი ცრემლებ შეუწყვეტლად
ტირის ჩვენს ცოდვებზე, კვნესის
თურმე ყველა წყენას მას ვაყენებთ და მასვე შენდობას ვთხოვთ ,,რწმენით"....

აი გზაც გათავდა აქ სად მოვედი? თურმე არც წავსულვარ.....
მე ისევ აქ ვარ ნაბიჯგაუდგმელად ნუჟრიან კუთხეში ვზივარ
თითქოს დავმშვიდდი, ფიქრმა დამაშვიდა, ერთ რამეს მივხვდი მხოლოდ
ჩვენს თავს ჩვენვე უნდა ვაპატიოთ
და მერე ერთმანეთს მხოლოდ.....

ბოლოს მინდა ერთიც ვაღიარო,
ესეც მაპატიეთ ოღონდ
წერა რომ დავიწყე სიკვდილი მინდოდა
საფლავი ნესტიანი მიწით........
მაგრამ ფიქრმა ისევ, რითმებად აწყობილმა
სიცოცხლე მომაწყურა მხოლოდ...
ყველა ილუზია უკვალოდ გაქრა.... და გულის ტკივილი ჩაცხრა
და მეცინება, სიკვდილი მე კი არა, გადამიფიქრა სიკვდილმა ალბათ........



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •