უსათაურო დავით კვირიკაშვილი
პოეზია
23,11,2015
0/0

უკვე მერამდენე სახის გაშტერება,
უკვე მერამდენედ სულში ამიფეთქდი
უკვე მერამდენე თავის შეკავება
უკვე მერამდენედ გრძნობას მარიდებდი.
არ გირს დამიჯერე თავის შეკავება,
ვგონებ ხელდახელად სულში გამიბევრდი,
გრძნობა მორეული გულის გაჩერება
არ ღირს დამიჯერე ნუღარ შეეცდები
ჩემდაუნებურად რაღაც ჩემებურად
ამ გულს მოგცემდი და გულში ჩაგკიდებდი
მარტოსულის წანწალს გავხდი ორეულად
შენში საუკუნო ბინას დავიდებდი.
ახლა უშენობის მარყუჟს მივენდობი
არსად ყოფნობაც ხომ ჩემი სასჯელია
ჩემგან თუ წახვედი ვიცი გავხუნდები
მერე უშენობაც ჩემი სარჩენია.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •