მამა (უზომოდ მენატრები) მარი93
პოეზია
25,01,2016
1/0

დედაზე რად ვწერთ ყოველთვის ლექსებს?
ნუთუ იმოტომ რომ ძლიერ გვიყვარს,
მამებს რად ვასობთ ჩვენ გულზე ნემსებს,
როცა ცუდად ვართ დედას რომ ვფიცავთ.
იქნებ იმიტომ რომ დედა ტირის
და მის ცრემლებზე შეგვტკივა გული.
და სულ დედასთან ვართ ჩვენი ფირით
არ ვიფიქროთ რომ მამა გვყავს ცუდი.
ჩვენ დედა გვიყვარს ალბათ იმიტომ
რომ საიდუმლოს გაგება იცის
და ის ყოველთვის იცავს მის პირმშოს,
დედაზე არის ძლიერი ფიციც.
მაგრამ მამა თუ ვერ გამოხატავს
იმ სითბოს რასაც დედა გვიჩვენებს,
და თუკი მამას ცრემლი არ ადგას
არ ვიფიროთ,რომ ის ვერ გვიმღერებს.
არიან მარტოხელა მამებიც,
რომლებიც ჩუმად უმღერენ შვილებს,
რადგან წარსულს აქვს მუქი ფარდები
მამის სიმღერა არ გვახსოვს დიდებს.
თუკი აღვიქვამთ მამას უცნობად
დრო გავა შენც ხომ გახდები მამა
მაშინ მიხვდები!მასაც უნდოდა
ჩახუტებოდი კისერში მაგრად.
მაგრამ ინანებ უკან მოხედვა
არ მოგინდება დაგტანჯავს სევდა.
თუკი დაგტოვათ ბოლოს იმედმა
და ან ცხოვრება მოჩანს შავ ფერად.
დაფიქრდით!!!ზოგს რომ მამის სურნელი,
აღარც კი ახსოვს პატარა იყო
და მამის საფლავს ცრემლით უმღერის
და მის ოცნებებს წარსულით ითბობს.
სანამ დრო არის გიყვარდეთ მამა
მოეფერეთ და უთხარით მუდამ.
მე შენ მიყვარხარ ძვირფასო მამა
და დედასავით მიყვარდი მუდამ.
სანამ უმზერით მამის თბილ თვალებს,
არ მოერიდოთ მამაზე ფიცსაც,
თორემ დრო გავა და მის ანარეკლს
უწყალოდ შეცვლის პირშავი მიწა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •