ჯესმიმა?! ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-09-24 13:45:34
212/15

ჯესმიმა?! იძახდა, ბაბა მახვში
და ხმაში სიმტკიცე შერჩენოდა,
ქარებს რო დასდევდი, ფაფარაშლილს,
ვაჟური ულვაში შეგშვენოდა.


ჯესმიმა?! კვლავ ისმის გულსაკლავად.
შუბლზე,ნაოჭები დასჩენია,
უშბა წამოიგდო მოსასხამად.
სულ რაღაც წუთები დარჩენია.

ჯესმიმა?! მოგესმა, გამყინავი
და შენ კოშკის დაცვა ჩაგაბარა.
აქ სიკვდილიაო შენი ვალი,
ანდერძად მხოლოდ ეს დაგაბარა.

ჯესმიმა?! ჩურჩულით შენ მოგმართა,
ხმაში კი იმედი ემჩნეოდა.
ნუ შეგაშინოსო ხმალმა მტრისა....
და სული,სხეულს ერთმეოდა.

------------------------------------------------------
გათავდა, აღარ ისმის \"ჯესმიმა\"
მიწამ კი მზეს დაუთმო გლოვა
სვანეთი ასფალტგზება გამხდარა
და ნეტავ მახვში ისევ მოვა?

აქ არც ,დალის ტრფობა აღარ ახსოვთ,
აღარც, ხმალ-აბჯარის მოვლა.
ერთი მაქვს უფალო სათხოვარი,
მახვში კვლავ დაბადოს\" თოვლმა\"!
-------------------------------------------------------
ჯესმიმა-გესმის?(სვანური)
მახვში-იგივე ხევისბერი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მე მომწმონს..:))) შენიშვენბისგან თავს შევიკავებ დავკმაყოფილდები ნიჭით რომელიც აქვს ახალბედა შემოქმედს. feel
  • 13
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2011-09-26 16:02:30
  • ნათია, ვფიქრობ ეგ საჭიროა და აუცილებელი და სავარაუდოდ მოხერხდება, მადლობა გამოთქმული მოსაზრებების გამო smile
  • 12
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-26 14:03:47
  • ზაზ, არც იმის ტექნიკური საშუალებაა, რომ ავტორს მხოლოდ გარკვეული ოდენობს სიმბოლოების შეცვლის უფლება ჰქონდეს და იმის მეტს არ გაცვლევინებდეს, როგორც აქვთ მეზობელ ლიტ.საიტებს.

    მაგალითად მე გუშინ აღმოვაჩინე, რომ ამ საიტზე სუულ–სუულ პირველად გამოქვეყნებულ ჩემს ნაწერზე – სათაურში კორექტურა გამპარვია და ვერ ვასწორებ. wink
  • 11
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2011-09-26 13:58:57
  • ნინო,
    როცა ლექსში გამოგრჩა სტრიქონი, მახსოვს მომწერე და მარტივად მოგვარდა ეგ პრობლემა, მძაფრსიუჟეტიანად გაქვს ეგ ამბავი აქ მოტანილი, წერია რედაქტორის დახმარებით მარტივად მოგვარებადიაო ჩემს კომენტარში და არ დგას ისე საკითხი ავტორს საერთოდ ჩამოერთვას თავის ნაწარმოებთან ურთიერთობის საშუალება.
    სხვის შეცდომებს ბევრი სხვა წევრიც ითვალისწინებს, ასე რომ, როცა ნაწარმოები გამოქვეყნდება მასზე დაწერილი კომენტარები სხვებისთვისაც მნიშვნელოვანია და თუ გაქრება ლექსი რაზეა გამოთქმული შენიშვნები აღარ ჩანს, აი ეს უხერხულობა იქმნება.
    სამწუხაროდ ზოგს ჩამოერთვას რედაქტირების უფლება და ზოგს არა ასეთი ფუნქცია არ გააჩნია საიტს და წევრები ვერ დახარისხდებიან.

    ახლა ხაზგასმით გთოვთ მიაქციოთ ყურადღებას შემდეგს:
    ეს გადაწყვეტილება მიიღი ადმინისტრატორმა გიორგი გაბაიძემ და არა მე, ჩემთვის ცნობილია ის მიზეზები, რომელმაც გამოიწვია რდაქტორობის შესაძლებლობის გაუქმება, შეგიძლიათ აქვე დაწერო თქვენი მოსაზრებები, როგორც ნინომ ან მიმართოთ ადმინისტრატორს (გიორგი გაბაიძეს) პირადში.
  • 10
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2011-09-26 11:05:58
  • "მიზეზი: კრიტიკული კომენტარის დაწერის შემთხვევაში საიტის არაერთი წევრის მიერ საკუთარი ნაწარმოების სათაურამდე შეკვეცა".

    სასწაული მიზეზი!
    იქნება და ავტორი შენიშვნას ითვალისწინებს და ცვლის რაიმეს? რამდენჯერ მომსვლია!

    რედაქტირების უფლება ავტორს უნდა ჰქონდეს. ეს საკითხი განსახილველადაც უხერხულია.

    თუ რედაქტირების უფლება არ მაქვს, შენიშვნებს რა თავში ვიხლი? ესა და ეს ადგილი ამოსაღებიაო, რომ წერთ, (მინახავს ხანდახან) როგორ ამოიღებენ დალოცვილო? :)))

    ახლა ჩამოვყალიბდები რედაქტირების უფლებასთან დაკავშირებით: ჩემი, როგორც ლიტ.საიტების სტაჟიანი ავტორის აზრით, პერიოდიკაში გამოქვეყნებისაგან განსხვავებით, ვთვლი რომ აქ მიმდინარეობს ლექსზე მუშაობის პროცესი. ავტორი ითვალისწინებს შენიშვნებს და ტექსტს ხვეწს. თუ უნდა სათარუადმედაც შეამცირებს, ეს მისი გადასაწყვეტია. პირადად მე, ამიტომ მიყვარს საიტზე ლექსის გამოქვეყნება. თუ ხელები მოჭრილი მექნება, ეს პროცესი იქნება ცალმხრივი და უსარგებლო. თქვენ მეტყვით, რომ მედიაროტის როლს აქაური რედაქტორი შეასრულებს. ეს უბრალოდ მოუხერხებელია და ზედმეტი. თუ გახსოვთ, ლექსში გამომრჩა სტრიქონი და მერე საწვალებელი გახდა ჩამატება. მეორედ დამეზარება სულაც და დავტოვებ როგორცაა. გარდა მაგისა ავტორი უნდა ხედავდეს გამოქვეყნების მომლოდინე ტექსტის კომენტარებს, წაშლის შემთხვევაში მისთვის არაფრის მომცემია რედაქტორთა შრომა, მაინც ვერ ხედავს. საიტზე გამოტანამდეც კი, ავტორს რედაქტირების საშუალება უნდა მიეცეს. ასე იხვეწება ტექსტი. მაიცდა მაინც რედაქტირების უფლების უარყოფით მხარეზე რატომ უნდა გაკეთდეს აქცენტი? როცა მას დადებითი უფრო მეტი აქვს.
    მხოლოდ კეთილი სურვილებით: ნინო ქოქოსაძე.

    კორექტურა გამეპარა, უნდა ეწეროს "მედიატორი" და არა "მედიაროტი" :)
    მე მსგავსი რამ არ ჩამიდენია ზაზა და იქნებ დამრთოთ ნება რომ რედაქტირება გავუკეთო ამ ნაწერს :)
    ლიპო რედაქყტირების ფუნქცია მოხსნილი აქვთ წევრებს, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიწეროთ ადმინისტრატორს ან რედაქტორებს.
    მიზეზი: კრიტიკული კომენტარის დაწერის შემთხვევაში საიტის არაერთი წევრის მიერ საკუთარი ნაწარმოების სათაურამდე შეკვეცა.
    მინდა რედაქტირება და ფუნქცია ვერ ვიპოვე ესადც მეგულებოდა იქ აღარ არის...მადლობა შენიშვნებისთვის :)
  • 6
  • ani matisi
  • 2011-09-25 19:31:23
  • მოკლედ ასე მე ვწერ აქ +2 და ახლა ვიტყვი რატომაც(:
    იმიტომ რომ შენი სხვა ლექსებისგან განსხვავებით სულ სხვა სათქმელია ამ ლექსში და სულ სხვანაირად მოტანილი, და ნაფიქრიც წინებთან შედარებით ამიტომ ვწერ ამ ქულას, რაც შეეხება მთვარის მოტაცებას ასოციაცია არანაირად არ წავიდა მაქეთ( ჩემთვის)

    და რაც შეეხება ნათიას დაკოპირებ ფრაზას მართალი გიტხრა იქნებ შეცვალო რამით მართლა ცუდად ჟღერს "ხმები ხმალთა" ან რავიცი რამით შეცვალე მოიფიქრებ აჯობებს(:

    მოკლედ წარმატებები
    მესმის, მესმის... მომეწონა :)
    განმარტება უწერია ოთარ, ჯესმიმა-გესმის?
  • 4
  • ოთარ რურუა
  • 2011-09-25 10:14:44
  • ''ჯესმიმა!'' რას ნიშნავს???
    ვისაც მთვარის მოთაცება აქვს წაკითხული აუცილებლად გაახსენდება მახვშის საუბარი და ამოსავალი წერთილიც ეგ იყო ლექსის წერის დროს..რამდენად კარგად გამოვიდა თქვენ შეაფასეთ :)
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-24 23:53:23
  • არ მომხვდა ყურში ლამაზად "მტერთა ხმალთა" -აი,ეს სიტყვათ შეთანხმება.

    ტკივილი გასაგები... სისუფთავე და წრფელი სურვილია ნაწერში.
    დასახვეწია რაღაც დეტალები. რიტმიდან ვარდება ზოგან კიდევ. მოკლედ შეუფასებლად ვარ აქ... +- ზე ვამბობ