*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-09-28 15:31:01
177/6

ეხლა ღამეა და თქვენ ფრინავთ, ფერად სიზმრებში,
მე კი უმგვანო, ვცდილობ თქვენზე ლექსები ვწერო.
მინდა დარაჯად თავთან გეჯდეთ,თქვენზე ფიქრები,
არ მოვაშორო დამჭკნარ გულს და ვაცოცხლო.ჯერ რომ


ისევ არ ბჟუტავს კაბადონზე ჩემი ვარსკვლავი
და წუთისოფლის სიმყრალეს რომ ვერ ფარავს ჩერო
მზეს რომ მზესავით შევცქერი და ღვიძლი ძმასავით
რომ ვუფრთხილდები დედის ცრემლით დანამულ მდელოს


თქვენი ბრალი მხოლოდ თქვენი ჩემო მერცხლებო.
მხოლოდ თქვენ ორმა მომიბრძანეთ სულში აისი.
თქვენ გახდით მზიურ სიყვარულის მწველი ცეცხლები
და მერცხლებივით ამიშენეთ სახლი მაისის


ორმა ფრთოსანმა შემაყვარეთ სუნთქვა თავიდან
და კვლავ ვიგრძენი სიხარული გულში ნაისრის.
სულის სიმღერა მაღლა ღმერთთან ლოცვად ავიდა
სხეული სითბოს შეიგრძნობს და ცაში აისვრის.


ეჰ რომ იცოდეთ,როგორ მინდა მთელ ღამეს ვწერო,
მაგრამ ისარი მაინც წრეზე, რომ ივლის ვიცი.
მინდა ამაღამ ყველა სიტყვა გავაქრო, თქვენ რომ,
უსიტყვოდ გწამდეთ, თავხედური რითმებით ფიცი.


მე ისევ ფრთხილად ჩამოვჯდები, სიზმრის გოშიად
და უფალს შევთხოვ, რომ არ ვიგრძნო ეშმაკის შიში.
გულთან კვლავ გალობს, ყვითელცხვირა შავი შოშია.
თქვენს სარეცელს კი თავზე, ადგას ღვთისმშობლის ნიში.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 5
  • ani matisi
  • 2011-10-05 11:25:10
  • რა გითხრა აბა?! (: ამჯერად არ მომეწონა:( პუნქტუაციასაც ეშველება ნელ-ნელა:)დაველოდოთ შემდეგს:)
    გაიხარე გენაცვალე დიდი მადლობა :)
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-28 17:42:35
  • კარგი,ლიპო, როგორც შენ გინდა.
    წარმატებებიიი winked
    ვიცი ნატია რო ახლაა მაგრამ ეხლა მელამაზება და მირჩევნიე ესე-ასე დარჩეს :):)სასვენ ნიშნებს რაც შეეხება მიღებულია
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-28 16:55:57
  • ეხლა – ახლა.

    სასიამოვნოდ ეფრები, ვისაც ეფერები.

    სასვენ ნიშნებს უნდა მიაქციო ყურადღება,ლიპო. არ გამოვა სხვანაირად.