გაფრენის სურვილი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-09-29 10:57:56
220/27

ეჰ! როგორ ვგავარ ცის კიდესთან მიმწყდარ ტოროლას,
შველას, რომ ითხოვს და გადმოყრის ცრემლებს ორ-ორას.
ცის მიჯნაზე,რომ შეაშინებს ფრენის სიშორე
და ლაჩარივით, დაშვებული დარდს რომ იშორებს,
მერე რა, თუ კი ვერ გაფრინდა,გზა არის შორი
თვით არწივსაც, ხომ დააფრთხობდა ცის თაღთან ომი
და ამ ფიქრებში, უბრუნდება საკუთარ ბუდეს.
სადაც, ბალიშად გაგარინზე თხზულება უდევს.
როგორც აფთარი დაჭრილ ცხოველს, არ აძლევს შვებას,
ოცნება ისე, ამ დამფრთხალ გულს,გარშემო უვლის.
როგორც ამირანს, ვერ ჩაუცხრობს ყორანი ვნებას,
მეც, მისნაირად ვერ ვიოკებ აწყვეტის სურვილს.
და მაინც, ასეთ უიმედო ოცნებას ვირჩევ,
მეჩვენება, რომ ამ ოცნებად ღირდა სიცოცხლე.
ვიდრე თქვენსავით, ბანალურად, მიწაზე ვიჯდე
და უფალს ვთხოვდე(გევედრები,ლეში მიცოცხლე!)



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 26
  • ani matisi
  • 2011-10-05 12:16:11
  • აქ დიდი ამბები ყოფილა, მაგრამ...
    ლექსს დავუბრუნდეთ ჯობია...


    გაგარინი...(: ჰეჰ რაღაც მომეწონასავით( ნუ რა იგულისხმე მივხვდი და ეგ მომეწონა)

    "ლეშის" დანიშნულებაც ვფუიქრობ ისე გავიგე როგორ იგულისხმე და მაგ მხრივ სწორია ვფიქრობ...


    მოკლედ გარკვეული რაოდენობის + დავწერ...
  • 25
  • იკა ონიანი
  • 2011-10-01 22:49:32
  • ლიპო .. ბგი ხი მუხბე, ასე გააგრძელე..
  • 24
  • მაკა კოლხი
  • 2011-10-01 10:56:16
  • ძალიან არ მომწონს ზოგადი ტონი არც ერთი მხარის და ახლა მე გავსვანდები! angry
    ლიპოს ხაზგასმაზე თავის სვანობასთან დაკავშირებით ჩემი მთელი დღის კეთილი განწყობა მოჰყვა, რადგან დილაუთენია წავიკითხე და ძალიან გამახალისა. ჯორდანო ბრუნობაც დაიბრალა კაცმა, სულ იმას გაიძახოდა, ბრუნავს, ბრუნავსო და სჯერა ამ ადამიანს რომ დედამიწა კონვენციურად ბრუნავს და რა ვქნათ ახლა? მართლა ცეცხლზე ხომ არ უნდა დავწვათ ამის გამო? lol
    არასწორი შეფასებები გაკეთდა ორივე მხრიდან, არ დავკონკრეტდები, ვიცი კამათს გამოიწვევს, ამიტომ ერთს ვიტყვი მხოლოდ. ძალიან გთხოვთ, ყველამ ერთმანეთის აზრს ვცეთ პატივი, დიდმაც და პატარამაც!
    კეთილი სურვილებით:
  • 23
  • ფლე-ში
  • 2011-10-01 09:04:40
  • ინტელექტუალურ ინფანტილიზმს ძალიან ცუდი თვისებები აქვს.
    გაიხარე ზაზა სვანობა სახუმაროდ მაქვს აღებული და არა იმის დასამტკიცებლად რომ ჩემზე პრინციპული არავინ არაა.მეორე კომენტარი რომელზეც შენ გაამახვილე ყურადღება არ ეკუთვნის ქ-ბ ნინოს ამ კომენტარის ადრესატი იყო ნინიკო მშვიდობაძე და მას მივმართე შენობით და არა ავტორს არც გაქცევას არ ვაპირებ არსად ძალიან კომფორტულად ვგრზნობ აქ თავს და თუ საერთო აურას ვაფუწებ მაგ შემთხვევაში ნებით დაგტოვებთთქო და კიდევ ერთი არაფერი საწყენი არ გითქვამს შენ და შესაბამისად არც მე მწყენია არაფერი...მაპატიე მაგრამ გამოხმაურების გარეშე ვერ დავთოვებდი შენს კომენტარს მიზეზთა გამო რაც ზევით მოგახსენე:)
  • 21
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2011-10-01 01:33:54
  • აქ ამბავი ყოფილა smile
    ლიპო გახსოვს შენთან ჩემი კომენტარები და ვსარგებლობ კეთილგანწყობით და მიიღე შესაბამისად,
    სვანობა რა შუაშია საერთოდ? სვანი ვარ და ასეთი და ასეთი ვარო ამ დამოკიდებულებას ვერ მივხვდი, მე გურული ვარ და რა? ვისზე ნაკლები პრინციპული ვარ? თუ ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაზე ვლაპარაკობთ გინდ სვანს ველაპარაკო, გინდ გურულს და გინდ აზერბაიჯანელს.
    ნინო ქოქოსაძეს რაც შეეხება ლექსი "უკუსვლა" უდევს აქვე, აი შენი კომენტარი მაქ:
    ნინიკო გასაგებია რასაც ამბობ და აზრი მეც მოვიწონე .მაგრამ,ურითმობის მტერი ვარ და მომკალით:)მართლა გენიალურია რისი ციტირებაც მოვახდინე ზევით ის განსაკუთრებით მაგრამ ლექსი არაა :(,
    ამაზე გითხრა ნინომ, ასაკით ნინო ბევრად უფროსია და თქვენობითობა ერგება, მით უმეტეს როცა თვითონ გთხოვა ეს, აქ საკამათო არ უნდა იყოს. მე და შენ ვიყოთ შენობით, სიამოვნებით. მოკედ ყველა ინდივიდები ვართ და ვირტუალური სივრზე არაა ეს, აქ ყველა რეალური ადამიანია და თუ ვერ ხედავ გრძნობ, პოეზიით ხო მით უმეტეს. ახლა ისეთი რამეები დავწერე რაც ორივემ ვიცით და საყვედურად ნუ მიიღებ, ბევრი ახალგაზრდაა საიტზე და სხვებიც წაიკითხავენ და მინიმუმ,არაფერი დააკლდებათ ამით.
    არც ის მიდგომა მგონია სწორი საერთოდ გავაუქმებ ჩემს გვერდსო, გსაქცევად კი ერთმანეთის მოსაფერებლად და ერთმანეთისთვის ვართ და ვინ რატომ უნდა გაიქცეს. მოკლედ ყველაფერი კარგადაა თუ ყველა მოვინდომებთ, მათ შორის მეც, შენც, ნინოც, ნათიაც და ა.შ.
    ამ კომენტარზე პასუხი თუ არ დამხვდება მესიამოვნება ერთობ.
    ლექსის კომენტატისთვის ცალკე მოვალ.
    შეურაცყოფის სწორი ფორმაა შეურაცხყოფა, ესეც ყველასთვის smile
    პატივისცემით!
    უზრდელობის და უფროსის უპატივცემულობის რა შემატყვე?და რა უნდა გავიხსენო ვერც მაგას მიგიხვდი კამატის დროს ყველა ტანაბარია და მითუმეტეს ვირტუალურ სამყაროში სადაც არაა დაკონკრეტებული ასაკი ვერ დავიწყებ იმის გამოკითხვას ვინ უფროსია და ვინ არა.ის რომ ვიღაცას ჩემი დამოკიდებულება არ მოსწონს იმის მიმართ რასაც თვითონ ლექსს ეძახის და ამის გამო აქეთ მაყენებს შეურაცყოფას შენ თუ უზრდელობას ეძახი არ ვიცი
  • 19
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-30 20:16:40
  • ვის სჭირდება ჩვენი კარგი ან ცუდი ლექსი, თუ უფროსების პატივისცემა არ გვეცოდინება და კამათის კულტურა არ გვექნება.

    მე მართლა მიკვირს.

    შენი კუთხის ხალხი, ზრდილები არიან ისეთი, რომ მართლა გამიკვირდა,ლიპო.

    და სანამ მიპასუხებ აქაც - გთხოვ, გაიხსენე ბევრი რამ.
    დიახ შენთვის იმიტომ რომ შენც შენობით მესაუბრები პრეტენზია არ უნდა გქონდეს მემგონი და კიდევ კარგად ვიცი სადაც ვაჭენებ ასე რომ ყველამ საკუტარ ტავს მიხედოს და ვისაც როგორ ეწერება ისე წეროს.:)
    მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
    ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
    ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
    რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
    .აი ეს არის ლექსი
  • 17
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2011-09-30 18:12:17
  • "მე არ მომიმართავს შენტვის შენობით"

    ლიპო ამის დაწერისასაც კი შენობით მომმართავ:)

    ხომ გთხოვე, სანამ გამოაქვეყნებ რაიმეს, გადაიკითხე მეთქი:)
    ისე რომ იცოდე პრინციპულობა ძალიან კარგი თვისებაა, ბაბუაჩემი ამბობდა "ვირზე თუ შეჯექი, ბოლომდე გააჭენეო":)
    მაინც დაფიქრდი, სად ღირს ჭენება და სად არა:)
    მე არ მომიმართავს შენტვის შენობით და არც ნინიკოთი გადაიკითხე კომენტარები და მიხვდები ვისაც მივმართე
  • 15
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2011-09-30 15:30:44
  • მგონი კამათი უნდა შეწყდეს.
    ლიპო, არ მაქვს ნასოსი, დამიჯერე:)
    სანამ შენს კედელზე ცერცვი ფესვს გაიდგამს, მე აღარ დავრჩები იქამდე.


    გამეხარებოდა შენგან ასეთი კომენტარი: ვერლიბრი პოეზიაა, თქვენი ნაწერი არ მომეწონა:)

    და თქვენობითზე გამახსენდა, სწორედ ასე მომმართოთ უნდა მომავალში და არა "შენ" ან "ნინიკო".
    დავამთავროთ აქ თუ შეიძლება პოლემიკა. აწი სულ ვერლიბრს დავდებ და კიდევ გექნებათ შანსი ნასოსი მოიძიოთ:)
    რა ვქნა გავსვანდი :D აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ მძალმიძს :)
  • 13
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-30 15:09:09
  • ლიპო, ეს ის პასუხი არ არის – რაც ჩემს თხოვნაზე უნდა მიმეღო. winked
    ნათია პაპიძე თუ სურვილი გაქვს გადახედე ჩემს სხვა კომენტარებს და დარწმუნდები რომ არც მე ვარ მაგის მომხრე მაგრამ როცა ადამიანი ირონიულად გეკითხება იმას რისი კაიხვაც ნორმალურად შეიძლება ვერ ვიზამ და ვერ გავცემ მშიდ პასუხს:)მაპატიეთ..ტუ მე ვარღვევ აქ სიმშვიდეს და მყუდროებას არაა პრობლემა დღესვე გავაუქმებინებ ჩემს გვერდა :)
  • 11
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-30 14:53:38
  • ლიპო, მისმინე. თხოვნა მაქვს ერთი.

    სხვა ლიტ.საიტებისგან ამ პორტალს ის გამოარჩევს, რომ აქ ერთმანეთის აზრს ვუფრთხილდებით, ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ და სათქმელი უხეშად არ გამოვთქვათ.

    ამიტომაც შემოგვიხარია აქ.

    ვეცადოთ, იმ სხვა საიტებს არ დავემსგავსოთ.
    არ მაქვს სურვილი ვინც მიხვდა მოიწონა კიდეც.თავიდან კარგად გადაიკითხე ლექსი და მიხვდები რაც არის ნაგულისხმევი გაგარინში და თუ ვერ მიხვდი ე.ი სხვაგან მოხვდი არ არის შენთვის ახლობელი ის რაც აქ წერია და გავატაროთ მაშინ
    ვერა. თუ შეილება ამიხსენი.
    მარი ნიკოლაძე რატო იუმორისტუული?გაიგე საერთოდ რატო წერია მანდ გაგარინი??
    სადაც, ბალიშად გაგარინზე თხზულება უდევს.

    ბატონო? გაგარინი?
    რას ამბობთ. იუმორისტულია?
  • 6
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-09-29 21:42:56
  • მოკლედ, აქ მე გაგარინთან დაკავშირებული მონაკვეთი მომეწონა, ცოტა ისე ჩანს, თითქოს ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან, მაგრამ იდეა მომეწონა.

    +
    მარშუტის დრონიზე მთელი დღწავ ვფიქრობ არც მე მომწონს და რო შემოხვალ თუ შემოხვედი კიდე შეცვლილი იქნება :)რაც შეეხება გაგარინს,ეგ ძალიან მომწონს და თუ ჩაწვდები რა დატვირთვაც მივეცი არ გეხამუშება..შეიძლება მე მგონია რომ რამე დატვირთვა აქვს მაგრამ რავიცი რავიცი დაე დარჩეს ეგრე :)ლეშის სიცოცხლესაც ვფიქრობ დავტოვებ იმითომ რომ უმრავლესობიც თხოვნა უფლისადმი სწორედ ეს არის და ეს არ მომწონს :)დიდი მადლობა ნათი
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-09-29 16:13:46
  • ლიპო, აუცილებლად დაუბრუნდი ამ ნაწერს რაა.

    იმიტომ, რომ არის აქ რაღაცეები, რისი შეცვლითაც, შეიძლება უკეთესი გახდეს ნაწერი.

    შორისდებულების შემდეგ ან მძიმე ან ძახილის ნიშანი გამოიყენე.
    მარშუტის დრონი – აი, ეს სიტყვათშეთანხმება არ ეამა ყურს ჩემსას recourse

    და გაგარინი, კიდევ recourse
    მიწააზე– მიწაზე.

    ლეში მიცოცხლე!
    –აი, ესეც, რაღაცნაირად ბუნდოვანია.

    წარმატებები.
    ხოჩა მაარე;)დიდი მადლობა გაიხარეთ
    როგორც ამირანს ვერ ჩაუცხრობს ყორანი ვნებას,
    მეც მისნაირად ვერ ვიოკებ აწყვეტის სურვილს.

    ეს მომეწონა, კარგია :)
  • 1
  • ლევან დევაძე
  • 2011-09-29 12:49:32
  • წარმატებები!