მამას ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-10-04 12:16:33
555/21

ისევ ჩვეულად მოვა მალე ნოემბერი და
ისევ ისეთი შავღრუბლება დღეები მელის.
იუბილე მაქვს იმ თვის ბოლოს ოცდამეოთხე,
შენს საფლავზე, ხომ მეთორმეტე ნაცრემლი წელი
მოაკაკუნებს,რომ სამძიმრად მოვიდე ისევ
და საფლავის ქვა გადავწმინდო დანამულ ხელით.
შენს ყველაზე დიდ ნაანდერძალს, რომ გავუფრთხილდე,
სიბინძურემ რომ არ გამომკრას კოჭებში ცელი,
უნდა მოვიდე და შეგიგრძნო უფრო ახლოდან.
დედაკაცებმა, კვლავ დაალბონ საფლავი ცრემლით.
თუმც მზეზე შორს ხარ, გულზე ახლოს მეგულები და
უშენობისგან, კაცობის ხეც გამხდარა ხმელი.
უნდა მოვიდე!მაგრამ არა ისევ ეულად.
შენს გასახარად მოვიყვანო პატარა \"მგელი\"
რომ აქედანვე შთავაგონოთ ბოროტის გმობა
და ვიცი ამ შენს მოსახელეს თუ როგორ ელი.
მოვალ დავიწყებ ისევ ისე შენთან საუბარს
და ძველებურად ვიბაასებთ სიჩუმით მწველით.
მაგრამ,ჩვენ უკვე გულახდილად ოღონდ სამივე
ამ ჩვენს შეხვედრას ცრემლიანი ღიმილით ველით.
ჩვენ მართლა მოვალთ!წელს თუ არა ვფიცავ გაისად
დამჭკნარ იებს რომ დაიტირებს ყვითელი ველი.
ჩვენ იქ ვიდგებით შენ დაისად, ჩვენ კი აისად
გაგვინათდება ჩვენ,მე და შენ,მესამით ბნელი.
ისევ ჩვეულად მოსდევს იმ თვეს ნოემბერი და
ჩვენ სხვანაირი,სიცილცრემლება დღეები გველის.
იუბილე გვაქვს ჩვენ ორივეს ლუწრიცხვიანი
და შენ პირველად,შვილიშვილთან პაემანს ელი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ეს ვიცოდი და ძალიან მომწოს ლიპო, აი ძალიან, ძალიან! წარმატებებიიი...
    ყოჩაღ... ემოცია, სიწრფელე, მელოდიურობა, რეალობის შეგრძნება. +... შენ!
  • 18
  • veriko veriko
  • 2011-10-12 20:06:26
  • გენაცვალე ავთო ძალიან ღრმა ლექსია:*:*:*:*:*:*:*
    ნაცნობი გრძნობაა სამწუხაროოდ..... არ ღირს დეტალების განხილვა ან იგრძნობ ან ვერააა......
  • 16
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-10-08 20:14:22
  • ისეთი თემაა, არ დავიწყებ გარჩევას და მინუს–პლიუსების ძებნას.

    ბერვჯერ წავიკითხე ლექსი და რაც მთავარია, ემოცია აქვს.

    +
  • 15
  • გოგა
  • 2011-10-06 20:57:44
  • ვახ ესეთი მძიმე თემა კარგად არის გადმოცემული :) +2
    +3 მომეწონა რამხელა სევდააა ........ :**
  • 13
  • რუსიკო ურიდია
  • 2011-10-06 14:01:42
  • ,სიცილცრემლება-------------ამ სიტყვაში ყველაფერია ჩაქსოვილი ძალიან მომწონს +გაიხარე!
    დიდი მადლობა ყველას:* რაც შეეხება რითმების სისუსტეს გეტყვი იმას რომ არ ლექსის წერის დროს მაგაზე არც მიფიქრია სულ რაღაც 5 წუთში დავწერე და არც ჩამისწორებია არაფერი ასე და არც ვაპირებ დაე იყოს სუსტი რითმა ..მე ეს მქონდა სათქმელი და ვთქვი ალბათ იმანაც გაიგო იქ მზეზე შორს რომ ეს ხმამაღლა ვთქვი და ესაა მთავარი ჩემთვის.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას
  • 11
  • შენი_ანი :)
  • 2011-10-06 00:18:09
  • ნატალიას კომენტარს სშემოვყევი და არც ვინანე. ლამაზი და სევდიანი ლექსია +3ი ჩემგან
    მწყურვალე წყალს რომდაეწაფება, ისე ჩავიკითხე შენი ლექსი და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს იმას ნიშნავს რომ შედევრია და რიტმ-რითმა აქ უკვე სახსენებელიც არაა, ვერც შევიგრძენი რაიმე ხარვეზი, ალბათ არც იყო და იმიტომ :) ემოციურია და ხელოვნების მიზანს ამართლებს, გრძნობებს ატოკებს! :) +3
  • 9
  • მიშო დადიანი
  • 2011-10-05 23:20:19
  • თუმც მზეზე შორს ხარ, გულზე ახლოს მეგულები და<<ამის გამო+ თუმცა ტექნიკურად სუსტია. სათქმელი ძალიან კარგი და ტკივილი იგრძნობა. საბოლოო ჯამში მაინც კარგია(ეცადე უფრო დახვეწილი რითმები იპოვო) წარმატებები. მოსაწონია.

    სათქმელი კარგად არის ნათქვამი თქო უნდა მეთქვა.
  • 8
  • ani matisi
  • 2011-10-05 17:26:19
  • დამჭკნარ იებს რომ დაიტირებს ყვითელი ველი...

    თემას არ ვეხები, შეგიძლია...
  • 7
  • jeki ioska
  • 2011-10-04 22:38:48
  • კარგი ლექსია ძმა
  • 6
  • ციცინო ბუკია
  • 2011-10-04 19:27:20
  • ხელის გულზე დევს სათქმელი , სევდა კრთის ყველა სტრიქონში
    თემა მძიმე და ლექსი ლამაზი +
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-10-04 18:17:24
  • მართლაც სევდიანია და თემაა ისეთი სადაც უბრალოდ ვჩუმდები და ფიქრით ვიწყებ საუბარს იმ ჩემს მამასთან, რომლიც ასე – მზეზე შორსაა და გულთან ახლოს.
  • 3
  • მარ-მარი
  • 2011-10-04 17:47:45
  • რა თბილია და სევდიანი...
  • 2
  • ცისკიდურელი
  • 2011-10-04 17:40:43
  • ლიპო, ძალიან,ძალიან ნაცნობი განცდაა ეს ჩემთვის პირადად.. recourse

    "და ძველებურად ვიბაასებთ სიჩუმით მწველით." sad

    "და შენ პირველად,შვილიშვილთან პაემანს ელი!" smile

  • 1
  • ანა ბურდული
  • 2011-10-04 15:02:26
  • რა სამწუხაროა,"რომ მზეზე შორს და გულზე ახლოს", ზოგჯერ სიცოცხლეშივე ხდებიან მამები...ძალინ მომწონს ეს ლექსი