აფსუა ძმაო ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-10-14 20:40:58
221/12

შავ-თეთრ ნისლებში ჩაიწვერა მზე, სისხლისფერი.
შენს ხორც მიწაზე, სიმღერას ვერ გაიგებ ქართულ.
ზღვის პეიზაჟი მოუხატავს წითლად,ლუციფერს.
ბურთის თამაშში,აქ ვერ ნახავ ბიჭუნებს გართულს.

ჭრელ ჰორიზონტებს გადაუცვამთ,შავი ძაძები,
მე ჩვენ გამყოფად გადაჭიმულ, ეკლიან მავთულს
კბილით გადავღრღნი , სამშვდობოდ ყუნწში გავძვრები
და შენს ჭიშკართან, ვიღიღინებ აფხაზურ-ქართულს

აფსუა მუხბე!შევიკეროთ, საძმო ლაბადა
და თბილისიდან სოხუმამდე გავშალოთ სუფრა.
ცა ქართულ ქუდად დავიხუროთ,მიწა ნაბადად
დავიგოთ ქვეშ და კრძალვით ვთხოვოთ,შენდობა უფალს.

ცისფერ ტრამალებს,კვლავ გავუხსნათ ბაგე ღიმილით .
ტყვიის მაგივრად მე, რომ გესვრი მშვიდობის გუნდას,
მოდი გავკაფოთ,ღვარძლ-ეკალა საძმო ბილიკი,
ოღონდ, ფსოუს წყალს ჯიხვის რქიდან დავასკდე უნდა.

რომ გავასწორო, დაკლაკნილი ოდნავ ირიბი,
მტრის გულის ცემა, გაგრაში რომ გეახლო ურცხვად.
და აღარ გვინდა,თუ კაცი ხარ, ჩვენ ეს ქილიკი
წარსულის წყენა, ნუ გვაწვება ენაზე ბურთად.

მოვდივარ შენთან!დღეს მოვდივარ! დამიხვდი იქით,
ენგურს გადაღმა ჩაგიხუტებ,აფხაზო ძმაო!
ნელა კი არ, მოვაგელვებ ტაიჭს ჯირითით,
რომ შენთან ეთად დავიბრუნო ბებერი ტაო. .

ფერად ნისლებზე იწვერება, მზე ოქროსფერი,
ბებერ მიწაზე აფსუა, რომ იმღერებს ქართულს.
ზღვის პეიზაჟი,მოიხატა მშვიდობის ფერით.
სოხუმის ქუჩას მივუყვები ფიქრებში გართულს.

მერე კი ერთად დავამღერებთ აფხაზურ-ქართულს!



აფსუა ძმაო!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 11
  • ბექა ხერგიანი
  • 2011-10-16 10:41:24
  • "მესაფლავე"-ს მსგავსი სტროფია :)
    და აღარ გვინდა,თუ კაცი ხარ, ჩვენ ეს ქილიკი

    და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

    კარგია! მოუხდა ლექსს :)
  • 10
  • ცისკიდურელი
  • 2011-10-15 17:36:49
  • ჩემი +2 აქ.. ლიპო,აბა შენ იცი,წარმატებები,მეგობარო!!! smile
    მადლობა ანი:)რასაც მივაგენი გავასწორე და შეიძლება გამომრჩა არ ვიცი ერთი 3 ჯერ კი გადავიკითხე :)

    მართლაც რომ ენაზე ბურთად გვაწვება და ცუდის მეტს არაფერს ვამბობთ ერთმანეთზე:(
  • 8
  • ani matisi
  • 2011-10-15 13:10:18
  • +2 ვწერ და მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი უხხხ ძალიან ადრე, რომ უკეთ და უკეთ დაწერთქო:)

    ხო ეს მომხვდა მე "ენაზე ბურთად" არ მომეწონა ეს ძალიან:)
    კორექტურებია ძალიან ბევრი თქვეს უკვე და ჩაასწორე რა.



  • 7
  • ნათია პაპიძე
  • 2011-10-15 00:43:40
  • მოგისმენდნენ ნეტავ!

    კორექტურებიცაა, ლიპო და დავეთანხმე აქ გამოთქმულ აზრს წინსვლასთან დაკავშირებით.
    რითმა ზოგან დამტვრეული მეჩვენა, მაგრამ მთავარი ისაა მარტო დაბრუნებული ქართველი კი არა დამხვედრიც ჩანს,რაც არცერთ აფხაზეთზე შექმნილ ბოლო ლექსება და სიმღერებში არ მინახაავს... +ლიპო
    გაიხარე ირაკლი..ნელნელა ვრწმინდები რომ ობიექტური კაცი ხარ ზოგჯერ კი მოგდის ზედმეტი კრიტიკა მაგრამ ბევრისგან განსხვავებით ასაბუთებ იმას რასაც ამბობ და +- ობიექტურად წერ და არა ავტორისადმი დამოკიდებულებით..გაიხარე კაი კაცი ხარ შენ!!
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-10-14 21:07:59
  • სასვენი ნიშნები არის ძალიან არაზუსტად ზოგან დასმული.

    სხვა მხრივ, პროგრესი თვალნათლივ ჩანს.

    +2
    გაიხარეთ ორივეს აზრი უმნისვნელოვანესია ჩემთვის.აი ჰენრის შეფასებისგან არ ვარ გათამამებული და გამიხარდა რო წაიკითხე და რაღაც მაინც მოგეწონა :)
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2011-10-13 22:04:28
  • იხვეწები ნელ-ნელა ძმაო... გაიხარე!

    +2
  • 1
  • ჰენრი
  • 2011-10-13 16:20:45
  • + იდეა მომეწონა