ეცადე ჩემსავით დაუხვდე აღსასრულს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-10-21 01:15:23
200/14

ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში შეხვდები ალიონს,
როდესაც ცის კართან,თითქმის არ ანათებს ეული ვარსკვლავი.
ამ ფერთ გასაყარზე დრომ იქნებ სიცოცხლე წამივით გალიოს
და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნანატრი კარავი.


თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,
ვეცდები,ამაყად ჩვეული ღიმილით დავუხვდე,აღსასრულს.
ოხერი რომ მოვა ბილწი ხმის კანკალით,იკითხოს \"ვინ არის?\"
უბრალო გვარი აქვს და მეფურ ღიმილით,უღიმის დასასრულს.


მე გეტყვი მეფე ვარ,ოღონდ სისხლით არა,მეფური სული მაქვს.
ამ სულის სამეფოს იცოდე არააქვს სიკვდილო საზღვარი.
ღიმილის მიზეზი,ეს ხორცად ქცეული,ქვასავით გულია.
შენთვის სამასპინძლოდ სხეულში ვაშენე სიკეთის ტაძარი.


მიდი ჰე ლაჩარო,დავშორდეთ ერთმანეთს ასიოდ მეტრით და
დუელი გავმართოთ,სადაც მარცხის გემო ჯერ არ გაგიგია.
გიმიზნებ სიყვარულს,ძმობას მართალ კაცის და შენი ხელიდან
მოველი სიძულვილს,მაგრამ მკერდ საფარი აღარ დამიგია.


და აი დავმარცხდი.როგორ გაგიხარდა,განა ეს ძნელია?
ამ ლეშის სიკვდილმა ეს კუშტი ტირანი,როგორ გაგაცინა?
მაგრამ ეს იცოდე!მეფურ სულს ცის იქით,სულ სხვები ელიან.
შენ გქონდეს ფიტული,უსულო სხეული ჩემგან დასაცინად.


მე ასე,ამ სულის სილაღით ვაჯობე ბუმბერაზ არსებას.
ფრთაგაშლილ ფიქრების ამაყი ჭენებით,გავქუსლე შორეთში.
შენც თუ კი გიმზადებს, იგივეს ეს ჩვენი წყეული განგება.
სული ალამაზე,მაგ ლეშის გაპრანჭვას როგორმე მოეშვი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ_?ნაწარმოებს ვერ ვამატებ
  • 12
  • ცისკიდურელი
  • 2011-10-25 19:02:47
  • "ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში შეხვდები ალიონს." ძნელია,ლიპო,ძნელი.. ჩემი ერთი პლიუსი აქ..გაიხარე!!! smile
    გაიხარე ირაკლი.ყველაფერში გეთანხმები და ვეცდები შემდეგში გავითვალისწინო.ერთი რაც შეეხება კარავს ნახსენები მაქვს ერთ ორ ლექსში და მაგიტომაც ვახსენე აქ და სვანური მთის კარავი მართლაც რომ ასაშენებელია :)კიდევ ერთხელ მადლობა
  • 10
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-10-24 00:01:51
  • პ.ს

    ჩემი შეცდომები გავასწორე.
    :)

    რამ - რაც
    ალეგორულად - ალეგორიულად
    მორე - მეორე

    ერთი პლიუსი ჩემგან.
    +
  • 9
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-10-23 23:54:24
  • მოკლედ, დავწერ აქ ვრცელ კომენტარს და იმედია სწორად გამიგებ.

    1)პირველ რიგში პუნქტუაციაა მოსაწესრიგებელი. ამ შენიშვნას ხშირად წერენ ამ გვერდზე და გამოსწორების პირი არ უჩანს რატომღაც.
    ლიპო, სასვენი ნიშნების სწორად დასმა აადვილებს ლექსის გაგებას, არ ღლის მკითხველს. ძალიან "იჩაგრება" ლექსი, როცა პუნქტუაცია არაა წესრიგში.
    2)რამ ამ ლექსში მომხვდა ყველაზე ცუდად, არალოგიკური კავშირია სტრიქონებს/სტროფებს შორის.
    ან ინფორმაციის სიმწირე. შეიძლება რაღაცის თქმა გინდოდა, მერე სხვა რამ დაწერე და აზრობრივად მაინც იმ ძველს გააყოლე ლექსი.

    მაგალითი(1):
    "და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნანატრი კარავი."
    ეგ ჩემი << აქ გაუგებარია რომელ კარავზე საუბრობ. რომ ყოფილიყო უბრალოდ "კარავი", მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ სიტყვა "ეგ" აქცენტს აკეთებს რაღაც უკვე ნათქვამზე და ნათქვამი არ ჩანს. მანამდე ალეგორულადაც არაა ნახსენები და მერე უცებ შემოდის ლექსში. თან, კარავის აგება ცოტა არასწორი შეთანხმებაა. კარავის გაშლა უფრო მართებული იქნება.
    მაგალითი(2):
    "თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,"
    ამ სტროფის მორე რიგად დაყენება, ცოტა აბნევს მკითხველს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ფინალი უკვე იყო და ახლა მხოლოდ ანალიზს უკეთებ, ზოგადი დასკვნა გამოგაქვს; არადა ჯერ მხოლოდ მეორე სტროფია და ფინალს შემდგომში ვიგებთ.
    3)დრო და მიმართვებია არეული.
    მაგალითად:
    "მე გეტყვი მეფე ვარ".
    ამის წინა სტრფოში წერია "რომ მოვაო". შესაბამისად, აქ უნდა იყოს მე "ვეტყვი". მომავლის ფორმით იწყება შესავალი და მერე უცებ პირდაპირ მიმართვაზე გადადის ლექსი. რამდენიმე ადგილას იმავე მეორდება და აღარ ჩამოვწერ ახლა.
    4)ისეთი შემართებით წერ და ემზადები სიკვდილთან საბრძოლველად, ცოტა გამიკვირდა უეცარი დამარცხება. გროტესკზე თუ გინდოდა აგება არ ვიცი, მაგრამ მე ბუნდოვნად მეჩვენა. პრინციპში, ეს შეიძლება მე-2 საკითხს მივაბათ.

    წავიკითხე შენი კომენტარი, სამსახურს გამიწევთ თუ დაწერთ არმოწონების მიზეზებსო და იმედია დაგეხმარები ცოტათი მაინც.
    რამდენად ობიექტურია თავად განსაჯე.
    წარმატებას გისურვებ ნამდვილად.
  • 8
  • მაკა კოლხი
  • 2011-10-22 17:09:26
  • მე ვაპლიუებ ემოციისა და სულისკვეთების გამო! laughing
    გაიხარე ნინიკო..კი მეც მომეწონა ეგ იდეა :)

    რო ამინუსებთ მიზეზი დაწერეთ რა..მაინტერესებს არმოწონების მიზეზი.ყველანაირი ირონიისა და ცინიზმის გარეშე მინდა რო გავიზარდო შემოქმედებითად და დიდ სამსახურც გამიწევთ თუ მეთყვით მინუსუს მიზეზს.
    ემოციური უდავოდ არის, ლიპო, შიგადაშიგ კარგი მიგნებებიც, მაგრამ სასვენი ნიშნები იმდენად არასწორადაა დაწერილი და თანაც იმდენჯერ, თავს ძალა დავატანე, ბოლომდე ჩამეკითხა. და კიდევ, ნატრული – სიტყვა "ნატვრის" არასწორი გამოყენებაა, ლიპო. ნატრული კი არა, ნანატრია სწორი, თან თუკი გაასწორებ და დაწერ ჩემი ნანატრი კარავიო, რიტმი ნაღდად არ დაირღვევა smile
    დიდი მადლობა ყველას
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-10-21 12:59:37
  • ფინალური შეგონება მომეწონა აქ.
    რითმაც იყო და ემოციაც.. ლიპო +
    დავუხვდე უნდა იყოს,
    დავაოლიუსე მეც smile
  • 1
  • ჰენრი
  • 2011-10-19 15:18:12
  • არის ლექსში ემოცია და კარგი ქვეტექსტები! +