კერტკვირტობა ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-10-31 11:20:09
177/12

ჭადრის ხეებს გაუხუნდა საცვლები,
სადაცაა გაშიშვლებას აპირებს,
არ დათესო სიყვარულის მარცვლები,
მოთმინებით დაელოდე აპრილებს.
ნეკერჩხალსაც გამოუჩნდა კერტები,
ფოთლის გემი,მიადგება ნაპირებს.
არ იფიქრო ნაადრევად ბერდები
და სიყვითლის უგულობით დაღლილებს,
დაუცადე გაზაფხულებს შფოთიანს,
შეგარიგებთ შემოდგომით გაყრილებს.
კერტკვირტობას მოგილოცავს ლოთიანს
გაგიმწვანებს,ფოთლებს დაბლა დაყრილებს.
მაგრამ ახლა ელოდები ზამთარს და
გაშიშვლების გაყვითლება დაგცვივდა,
შემოდგომა როგორ მალე დამთავრდა.
ტოტებს ვერ გრძნობ,ისე ძლიერ აცივდა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 10
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-11-03 15:33:12
  • ერთი + ლიპოს.
    და ერთი რჩევა - ეცადე მაქსიმალურად თვითკრიტიკული იყო.
    დიდი მადლობა ყველას
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-02 03:25:35
  • ები-ანი მრავლობითების გამოყენება რითმებად უნდა მოისალო,ლიპო, როგორმე.

    საცვლები არ მეამა მაინცდამაინც, რომ ვთქვა სიმართლე. რამოდენიმე ფრაზა მელამაზა.
    მიუხედავად რამდენიმე გაურკვეველი ფრაზისა, კარგი ლექსია მთლიანობაში..
    ++
    არ ვიცი რამდენად ჩავწვდი სიღრმეებს,მაგრამ მომეწონა.... +3 ლიპო
  • 5
  • nanita
  • 2011-11-01 21:25:02
  • მომწონს ძალიან ძალიან უძალიანესად
    მაგ იდეაზე იფიქროს ყველა მკითხველმა.არც სათაური უნდა იყოს მთლად გასაგები და კიდევ ბევრი რამ აქ,იფიქრეთ ...
    "კერტკვირტობას მოგილოცავს ლოთიანს" რა იდეა დევს ამ სტრიქონში კი მაინტერესებს ისე...

    -

    არ მომეწონა საშინლად
  • 1
  • ოთარ რურუა
  • 2011-10-31 11:58:22
  • რაც შეიძლება ბევრი წერე და დაიხვეწები... წარმატებები. ;)