საქართველოს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-13 11:29:39
203/24

შენ დაჭრილი ხარ ჩემო ქვეყანავ.
სისხლი გდის სისხლი, წვეთ-წვეთ იცლები.
ბედმა უკუღმართ დროსთან შეგყარა
და შენც მორჩილად ისე იცვლები,
დასამარხადაც აღარ მიღირხარ,
ასეთ უკუღმართს, რომ გხედავს გული,
ცრემლი მიშრება,ვიწყებ ღიღინსა და
საცხედრე მიწას უკუღმა ვუვლი.
გადაგვარების გზაზე ხარ მაგრამ,
ციცქნა იმედი, მაინც მოგიჩანს,
შენ კვლავ დატკეპნი დაჩვეულ გზა კვალს,
ეგ წყლულები თუ მალე მოგირჩა.
ღვთისმშობლისა ხარ მიწა რჩეული,
და მეც ამ მიწის ვარ ღვიძლი შვილი.
აჰა,სისხლიც და ჩემი სხეულიც
ზვარაკად გქონდეს,უხორცოდ ვივლი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ავტორის დაბლოკვა საიტის წესებიდან გამომდინარე მოხდა. პატივისცემით
  • 22
  • ფლე-ში
  • 2011-12-09 15:50:19
  • მე მხოლოდ კომენტარის წაშლა მოვითხოვე. ავტორის დაბლოკვა არ მომითხოვია.
    ლიპო ლიპარტელიანი დაიბლოკა საიტზე 1 კვირით უხეში კომენტარის გამო! პატივისცემით ადმინისტრაცია
    ვაააახ... no
    ამ საიტის ადმინისტრატორმა ზაზა ფირცხალაიშვლმა თავად მომაყენა რამდენიმე თვის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა კომენტარში და ახლა რა გასაკვირია რომ არ შლის ასეთ კომენტარს :D
  • 18
  • ნინო ღლონტი
  • 2011-12-03 15:54:12
  • ფლე-ში_ს თანხმობა...უკომენტაროდ...
    ესე არ სჯობს?ამ შემთხვევაში მადლობა
  • 16
  • ფლე-ში
  • 2011-11-14 16:42:18
  • ბიოლოგიური ასაკით თუ ხდებოდა პოეტების დახარისხება, არ ვიცოდი, ღმერთმანი...აწი მეცოდინება. სტყვას აწონვა უნდა, ისე კი, "წერეთ, ძამა, არ შეფერხდეთ"...წარმატებას გისურვებთ.
  • 15
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-14 16:42:05
  • ბ_ნი სანდროს ნათქვამი თუ საწყენი იყო – კომენტატორებს უნდა გვწყენოდა და შენ კიდევ, პირიქით, უნდა გაგხარებოდა თუ ობიექტურიბა გჭირდება, ლიპო.

    ნათქვამის ფორმა შენი მოგწონს? winked არ მგონია მოგწონდეს. winked
    თქმის ფორმას გააჩნია ნატი ყველაფრის უფრო ლამაზად თქმა შეიზლება არ მეთანხმები?
  • 13
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-14 16:23:18
  • ლიპო, მეც არაერთხელ დამიფქსირებია ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ გამოცდილი პოეტ–მწერლები მოგვცემენ შენიშვნას – მადლობლები უნდა ვიყოთ მხოლოდ. არ მეთანხმები?
    არ ყოფინი მხოლოდ სიყვარული ლექსის წერას.
  • 11
  • ფლე-ში
  • 2011-11-14 13:27:51
  • კომენტატორებს!
    ეს ლექსი ფსევდოპოეზიის ნიმუშია. ამიტომაც ჯობია ავტორს პირდაპირ მიუთითოთ, ვიდრე გუნდრუკი უკმიოთ.
  • 10
  • რუსიკო ურიდია
  • 2011-11-14 11:29:15
  • დასამარხადაც აღარ მიღირხარ,
    ასეთ უკუღმართს, რომ გხედავს გული,
    ცრემლი მიშრება,ვიწყებ ღიღინსა და
    საცხედრე მიწას უკუღმა ვუვლი.
    გადაგვარების გზაზე ხარ მაგრამ,
    ციცქნა იმედი, მაინც მოგიჩანს,
    შენ კვლავ დატკეპნი დაჩვეულ გზა კვალს,
    ეგ წყლულები თუ მალე მოგირჩა (ლიპო ლიპარტელიანი)--------------------------------------------------
    ლიპო!- იმედს განზომილება( ჩემი აზრით) არ სჭირდება... შენ რომ ახსენე- ციცქნა იმედი ისიც საკმარისია ყველაფრისთვის და ყოველთვის... გაიხარე!-მახარებს შენი სულისკვეთება იმედი არ მოგშლოდეს არასოდეს არც შინ და არც გარეთ !
  • 9
  • მაკა კოლხი
  • 2011-11-13 22:43:17
  • ქართულად რომ გიძგერს გული ესაა ყველაზე მთავარი! :)
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-13 21:02:54
  • მე უნდა ვთქვა, რომ ლიპოს ნაშრომებიდან ეს ყვეეელაზე მეტად....

    ჰალალი პლიუსები.
  • 7
  • ციცინო ბუკია
  • 2011-11-13 20:33:50
  • პატრიოტის დაწერილია აშკარად, არის ალაგ–ალაგ პუნქტუაციური შეცდომები
  • 5
  • ოთარ რურუა
  • 2011-11-13 18:58:00
  • ეს ლექსი წაკითხული მაქვს.
    ++
    maxsovs es leqsi.
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-11-13 11:55:07
  • ამჯერად შეუფასებლად.
    გაიხარე გენრი.ხარისხით მე ვერ შევაფასებ საკუთარ ლექსს და აი სათქმელი თანამედროვეა სულ ცინცხალი:)
  • 1
  • ჰენრი
  • 2011-11-11 18:04:11
  • მოკითხვა კარგ ქართველს!
    ლექსი კარგია, მაგრამ ეს არ არის XXI საუკუნის ლექსი, ლიპო... მეტი სიახლე! ++