სვანეთის ტკივილი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-17 00:10:52
422/10

მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.
ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია
ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.
ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,
შენს ბეთქილებს,არ ჰყოლიათ ბადალი.
გიომია,დიდგორიდან- შამქორამდე
მარად იყავ საქართველოს მედროშე.
ბევრს ეგონა, ფრთაკალმებით ჩაგქოლავდნენ,
ეტრატებად შემოგდებდნენ ჭერხოზე.
ყველგან შლიდნენ,შენი მოდგმის ნაფეხურს და
შენი ჯიშის თავგანწირვას,არნახულს.
გიწუნებდნენ კაცურ სიტყვას გაბედულს და
ბრძოლის ველზე,მტერს მტერივით გალახულს.
დაგიხოცეს საარაკო მეომრები,
უმარილოდ ჩამოგკიდეს ჩიყვები.
არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები,
ერთგულების აღთქმულ ბილიკს მიჰყვები.
ისტორიის ჯურღმულებში დაკარგულო
არ იდარდო,ყველაფერი გამოვა,
აპატიე,ჩაეხუტე საქართველოს
და ლილეც კი მზეზე მაღლა ამოვა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • დეა ვებერი
  • 2011-11-21 10:41:07
  • კარგი ლექსია... +
    +++ შენს ლექსში ამოქარგულ სვანეთს შემოქმედო!
  • 7
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-19 01:12:19
  • მე მიყვარს, მე მიყვარს სვანეთი და ჩემი სვანი ძმადნაფიციიიი!
    დიდი მადლობა ყველას.ამ ლექსის დაწერის მტავარი მიზეზი სხვანეთის ღვაწლის მიჩქმალვა დავიწყებაა ისტორიკოსების მხრიდან.ვახუშტი ბატონიშვილს და ივანე ჯავახიშვილს მიუძღვით დიდი წვლილი ამ საქმეში,მაგრამ მინდა რომ სვანებმა და სვანეთმა ვაპატიოთ ეს ყველას და მაგრად ჩავეხუტოთ საქართველოს
  • 5
  • მაია ღლონტი
  • 2011-11-17 17:58:14
  • პათეტიკურია,თუმცა გულწრფელი++
    მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
    ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
    მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
    ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე (-ლიპო)
    მომწონს ძალიან შენი თემატიკაც და წერის მანერაც როგორც მკითხველი

    დანარჩენი პროფესიონალებისთვის მიმინდია!------გაიხარე!




  • 3
  • ოთარ რურუა
  • 2011-11-17 13:17:43
  • ვიცი ეს ლექსი და მომწონს.
    საინტერესოა :)
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-11-17 00:27:17
  • ფინალმა კარგად დაასრულა.

    ისე კი, ლიპო, რაც უფრო მრავალფეროვან თემატიკას მოგვიტან აქ, მით მეტად საინტერესო იქნება.

    პ.ს + დავტოვე.