სისუფთავიდან-სანაგვემდე ანუ დიდობაში გაცვლილი ბავშვობა ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-25 00:05:23
221/19

მაშინ ავდარიც გვახარებდა,მადლს თოვდა ზეცა,
უმანკო სულებს ვატარებდით მომცრო სხეულით,
მაგრამ უეცრად,გადიდების სურვილი გვეცა
და ჩვენც დავჯღაბნეთ,ეს ბავშვობის სუფთა რვეული.
ნაზ,ბავშვურ სულში,წვეთ-წვეთობით ვიპკურეთ შური,
სულ ერთი ციცქნა, ბოროტების მარცვალი ვთესეთ,
ის კი გამრავლდა,აზრს მოედო როგორაც წყლული
და ჩვენც უტიფრად,ზარ-ზეიმით მივაწყდით მესერს.
მესერს აგებულს,სიკეთეს და სიძულვილ შორის,
ვუმსხვრევდით კარებს, ვესწრაფვოდი საზღვრების რღვევას,
ზღაპრების მსგავსად ,ყოველივე გვეგონა ჭორი
და გვჯეროდა, რომ მესერს იქით ვპოვებდით შვებას.
როცა დავლეწეთ ეს საზღვარი,როცა სულ მოვსპეთ,
გავაქრეთ მისი არსებობის ყველა ნიშანი .
ხელებში შეგვრჩა სიბინძურე,სუყველა მოძმე
სადღაც გაგვექცა,მკერდში დაგვრჩა გული მშიშარის.
ბავშვურ სილაღეს ვანაცვალეთ,მყრალი ჭაობი
და შევეფეთეთ პირდაფჩენილ,მშიერ სამყაროს,
მორყეულ აკვნებს ნელ-ნელა ჭამს ხავსი და ობი,
დიდობას უნდა, რომ სინდისი სულ მთლად აგვყაროს,
რომ უმოწყალოდ,დაუნდობლად ვგესლავდეთ ძმობილს,
მერე სისხლნაბან ხელით ვთხრიდეთ მიწას აყალოს
და დაგვარწმუნოს,რომ არ ღირდა დანგრევა ღობის,
შემდეგ იმ თხრილში საკუთარი ძვლები ჩავყაროთ.
ჩვენ დიდობანას ვთამაშობდით, დრო გადიოდა,
ლურჯი ცა წითელ საღებავით გავაფერადეთ,
ვნატრობ იმ წამებს,მზეთვალებით რომ დადიოდა
ჩემი ბავშვობა,ზღვის ფსკერიდან-მიწის ჭერამდე.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ჩემი ბავშვობა,ზღვის ფსკერიდან-მიწის ჭერამდე.

    გახუნებული რითმების ფენომენი მთლად ბოლომდე არ მესმის ხოლმე. ცუდს არ ვამბობ, მგონია ლექსი სხვა ღიურებულებებს ეფუძნებოდეს უნდა უფრო და მარტო ჩაციკლვა ერთ რამეზე არ ღირს. მე მომეწონა ეს ლექსი. წარმატებები ავტორს ++
    "ვერლიბრისტები" ეგ მიმართვა მაინც მოიშორე :))))))))))))

    მეც მაქვს დაწერილი ადრე რითმიანი ლექსები!!!
    გაიხარე პაპუნა.მესმის მე შენი ვერ ვძოვთ ერთად მე და ვერლიბრისტები:)და მადლობა იმისთვის რომ ღიად აფიქსირებ შენ აზრს.ამ შემთხვევაში გულწრფელი მადლობა მინუსისთვის
    ლიპოს სიცოცხლე! იმედია არ მიწყენ მცირე კრიტიკას!

    გახუნებული რითმებია ძირითადად, ზეცა-გვეცა, სხეულით-რვეული. და ასე შემდეგ! :)

    ტექსტიც დამღლელია, მეტი თავუსუფლებაა საჭირო, ასე მკითხველს გაუჭირდება ბოლოში ჩასვლა.

    ეგეც რომ არა, იმ სიახლეს, რასაც ყველა ნაწერში ვეძებ, ვერც აქ მივაგენი.

    ვწუხვარ! -2
    იცი რამდენი მარწმუნებს რომ ადრე თუ გვიან შეგიყვარდება ვერლიბრიო მაგრამ მე ჯიუტად უფრო და უფრო ვიძულებ :Dსაერტოდ არაფერს დავწერ არასდროს ვერლიბრის დაწერას :Dვერლიბრისტებო არ გამიწყრეთ ეხლა და როგორც გჩვევიათ საკუთარი აზრის დაძალება არ დამიწყოთ:D ეს რათქმაუნდა ხუმრობით:D
  • 12
  • მაკა კოლხი
  • 2011-11-25 19:58:06
  • არა ბატონო, რავა გეკადრებათ! მე და დაცინვა? wink გამახსენდა შენი ერთობ დიდი სიყვარული ვერლიბრზე და იდეა შემოგთავაზე უბრალოდ!
    სცადე მაინც, რა იცი რა ხდება! wink
    მადლობა მაკა.რატო დამცინი მე და ვერლიბრი ?:D:D
  • 10
  • მაკა კოლხი
  • 2011-11-25 19:49:08
  • ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქნებ ვერლიბრიც გეცადა ლიპო! wink ვიცი კარგად გამოგივა!

    ამ ლექსს პლიუსი რა თქმა უნდა და კიდევ და კიდევ წინსვლა და წარმატებები!
    ცისკიდურწლი დიდი მადლობა გაიხარე:*
  • 8
  • ცისკიდურელი
  • 2011-11-25 19:42:35
  • ლიპო,კარგი ხარ შენ!!! ასე გააგრძელე,გაიხარე და წარმატებები!!! smile
    მადლობა ანი.გაიხარე
  • 6
  • ani matisi
  • 2011-11-25 18:49:03
  • ლიპო კორექტურებს მიაქციე ხოლმე ყურადღება რა

    მზეთვალეით>>>ბ
    ჩვენ დიდობანას ვთამაშობდი>>>თ

    უკეთესი არის ნამდვილად და იგრძნობა ყოვე ნაწერზე წინსვლა...

    თემატიკას რაც შეეხება პირადად მე ნაკლებად მხიბლავს, მსგავსი თემატიკა 1 მიზეზის გამო მხოლოდ, რომ ძირითადად ერთნაირად იწერება ხოლმე მსგავს თემაზე და მე რაღაც უფრო სიახლეს ვეძებ ხოლმე ნაწერში.

    +2 ვტოვებ მაინც

    და ცის საღებავით შეღებვა მითუმეტეს წითლად და ა.შ მაგაზე იფიქრე ხოლმე, მრავალჯერ არის ურალოდ უკვე ნათქვამი...

    და წარმატებები ისევ

    დიდი მადლობა ყველას!! მზეთვალებიტ-ანთებუ თვალებით,კიდევ ერთხელ მადლობა
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-25 16:27:08
  • მე მომწონს აზრიც და მოალეგორიულო ნაწერებიც საერთოდ.
    მზეთვალეით – ეს სიტყვა ვერ გავიგე,ლიპო.

    ამ გვერდზე აშკარად უკეთესს და უკეთესს ვკითხულობ.
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-11-25 12:51:19
  • ლიპო, თემატიკა არ მომეწონა აქ, თორემ სხვა მხრივ, უკეთესობა ნამდვილად არის.
    სიკეთე - ბოროტება, იფქლი - ღვარძლი :D და "ასეთები" უკუაგდე.

    ემოცია აქვს, გადმოცემაც მოწონებას იმსახურებს.

    ++


    მადლობა როი გაიხარე!
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2011-11-24 11:45:22
  • +2 და დღის სინათლე ნაწერს. მოკითხვა აქვე ავტორს.