შეგონება ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-11-29 17:56:26
191/6

დინჯად იარე და არ დააგვიანო,ფრთები არ გაშალო ადრე,
სიცოცხლის გორაკი რომ გადაიარო,უნდა ილოცოო პადრემ.
მადლი აკეთე და აღარ დაელოდო უკან დაბრუნებას ციდან,
ზურგზე მოიკიდე შენი წილი ლოდი და გზა ასე განვლე წმინდად,
ყველა აზვირთებას უკან მოიტოვებ,იმღერებ როგორაც გინდა,
ოღონდ ბოროტება სადმე მოისროლე,სიკეთე აკეთე ციდა.
ნუღარ გაკანკალებს თვალებ ნამიანო,მალე გადაივლის ქარი,
ღმერთი მოგდგომია კარს ადამიანო,აღარ გამოხურო კარი,
სული ასუფთავე,ციდან ჩამძახოდა ტკბილი მელოდია ქნარის,
ხორცი სიბინძურეს მაინც ესწრაფოდა,ხორცი ხომ გახრწნადი არის,
გვარი არ შეგირცხვეს შე გვარმადლიანო,ეშმას არ დაუდო ზავი,
რაც უნდა ისაქნას,ვერ დაგაზიანოს,შენც არ დაუხარო თავი,
ვილოცოთ დღე და ღამ,ღვთის თანაზიარნო,ქართულო ერო და ბერო,
გავმრავლდეთ,გვიყვარდეს დიდებით ვიაროთ,შენ კი გეშინოდეს მტერო!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-12-12 21:27:22
  • ქართული ანდაზების პოპურის ვარიანტია? არა, ცუდი კუთხით არ ვამბობ, შეჯერებულია საკმაოდ ლოგიკურად, მაგრამ სიახლე?.

    +
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2011-11-30 17:09:15
  • მომენტები მომეწონა. პადრე–არ მომეწონა.

    ლიპოს მოკითხვა.
  • 3
  • sopho
  • 2011-11-29 23:03:33
  • მომეწონა +3
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2011-11-29 11:21:39
  • მომენტები მომეწონა...

    +
  • 1
  • ჰენრი
  • 2011-11-28 17:11:58
  • "ზურგზე მოიკიდე შენი წილი ლოდი და გზა ასე განვლე წმინდად" +2
    მოკითხვა!