დედე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-12-04 11:45:12
532/27

შენთან რა უნდა წყვდიადსა და შავ-ბნელ მაგიას?!
გულს რომ მიქსოვდი,აქ მაქვს,არსად დამიკარგია.
შენი ნამღერი იავნანა,ჰანგთა ჰანგია.
შენგან ნასწავლი ვაჟკაცობა,კაცის თარგია.
ტკბილად ვიგონებ,იმ გარდასულ დღეებს დარდიანს,
ის ერთგულება გმირობაზე უფრო კარგია,
შენ გამომზარდე,მომეფერე და კაცად მჭედე,
ფრთები შემასხი და მეც მათი გაშლა გავბედე,
შენი ბრალია,თუ სამშობლოს დავტირი დღემდე.
რომ მიწყრებოდი იმ დროს ვნატრობ,იცოდი დედე?
მეამაყები და ვერევი ყეყეჩ ფორიაქს,
მანამ მეყოლე, სანამ ვინმეს დედა ჰყლოა,
ჯერ სიბერემდე ბავშვობაზე უფრო შორია.
ღამის ცრემლები, დილით ვხედავ მოლზე ბროლია,
ვისაც დედა გყავთ ჩათვალეთ ,რომ ღმერთი გყოლიათ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    უმაგრესია!წარმატებები!
    მშვენიერია++
    თვალზე ცრემლი მომადგა, არადა ასე არ ვიცი ხოლმე. კითხულობ ლექსს და ყველა სიტყვის მერე ხვდები, როგორ იზრდება აზრი, ემოცია, როგორ ვითარდება ლექსი.
    ძალიან მიხარია, რომ ასეთ მაგარ რამეებს შენი სახელი ჰქვიათ.
    წარმატებები!
  • 23
  • ლაშა მარგიანი
  • 2012-03-05 22:29:16
  • მაგარია :):
  • 22
  • ხატია ინჯგია
  • 2012-02-23 17:37:10

  • ვისაც დედა გყავთ ჩათვალეთ ,რომ ღმერთი გყოლიათ!

    ...და ამით ყველაფერი ითქვა
    ძალიან მიყვარს ეს ლექსიი.... წარმატებები ლიპო....
    ჩვენს ბლოგსაც ძალიან ამშვენებს შენი შემოქმედებაა... winked
  • 20
  • sofo-usa
  • 2012-01-22 05:38:44
  • რომ მიწყრებოდი იმ დროს ვნატრობ,იცოდი დედე?
    მეამაყები და ვერევი ყეყეჩ ფორიაქს,
    მანამ მეყოლე, სანამ ვინმეს დედა ჰყლოა,
    ჯერ სიბერემდე ბავშვობაზე უფრო შორია...

    რა თბილიააააააა
  • 19
  • გეგი გულედანი
  • 2012-01-20 21:08:53
  • დედე ლამზრსუ ხარ ლნტხლე
    +++
    დიდი მადლობა ყველას.კრიტიკას რაც შეეხება ნაწილობრივ მისაღებია ნაწილობრივ არა.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას
  • 17
  • გიო ზედვაკელი
  • 2012-01-05 21:27:47
  • ჩემი მოკრძალებული აზრით ეს სუსტი ნაწერია და ხელიც არ უნდა ქონდეს თავფურცელთან,საკვირველია.ჩემთვის,ყოველშემთხვევაში..
  • 16
  • ბექა ყორშია
  • 2012-01-05 18:00:34
  • ამ შემთხვევაში გვერდზე გადავდე სტრუქტურაც, რითმაც, ლექსის მუსიკაც და ყველაფერი პოეზია ხომ გრძნობას ნიშნავს, აი ეგ გრძნობა მოიტანა... -2-ზე გამოთქმულ აზრებს არ ვათენხმები და ვწერ +3-ს !!! მრავალს დაესწარი და წარმატებები !
    თბილი ლექსია ძალიან +3
  • 14
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-12-12 21:59:40
  • ლიპოს დავუტოვე +

    ზაზას ვეთანხმები დიიდი + მაგისთვის და არამარტო,ლიპო))
    "ვისაც დედა გყავთ ჩათვალეთ ,რომ ღმერთი გყოლიათ!"
    ამ სტრიქონში ბათილდება ყველა სისუსტე, რაც ზემოთ იყო! კარგი კაცი ხარ ლიპო!..
    დიდი მდლობა ყველას.ვიცი რომ უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ ეს გამოვიდა ამ დროისტვის და უკეტესიც იქნება იმედია მომავალში..კიდევ ერთხელ მადლობა
  • 10
  • ცისკიდურელი
  • 2011-12-08 00:30:07
  • ლიპოოოოოოოო... გენაცვალე შენ!!! დავტოვე აქ ჩემი სამი პლიუსი!!! love
  • 9
  • შენი_ანი :)
  • 2011-12-07 21:57:20
  • დედე
    ...................
    ჯერ სიბერემდე ბავშვობაზე უფრო შორია.

    +++ შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ მაინც ვაპლიუსსამებ:)
    აქ დავეთანხმები პაპუნას აზრს და მეც ისევე შევაფასებ. -2
    + ლიპო.... დედე,იმდენი ხანია ეს სიტყვა არ გამიგია...გული გამითბა love
  • 6
  • მარ-მარი
  • 2011-12-05 23:14:43
  • კაი ქართულით თქმაა ეს.+++
    მსგავსი თემატიკით ემოციის მოტანა ადვილია,

    მაგრამ მსგავს თემაზე შექმნა ლექსი ---- რთული.

    აქ სირთულე არაა გადალახული.

    -2
    ჯერ სიბერემდე ბავშვობაზე უფრო შორია......

    ^^^^ ეს ერთი ფრაზა, მთელი პოეზიააა,,, ძაან მაგარია მუხბე..
  • 3
  • მაია ღლონტი
  • 2011-12-04 22:56:54
  • რა თბილი ლექსია...+++
  • 2
  • მაკა კოლხი
  • 2011-12-04 22:40:05
  • დედაზე მიძღვნილი ნებისმიერი ლექსი გულს მიჩუყებს და ასე იყო ამ შემთხვევაშიც. what
    გაიხარე ლიპო!
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-12-04 15:19:30
  • ჰყლოა, - კორექტურა, ლიპო.
    უ დედე, რა ვქნა რომა ვარ დინა, თორემ გეძმობოდი. winked