*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-12-09 23:14:00
127/3

ცას დაუკარგავს ფერი,გახუნებულა ლურჯი.
ღამეს გაექცა ბნელი.მიწას დაემსხვრა ბურჯი.
მზეს უწვიმია სხივი და გაყვითლება უჭირს.
მთვარის ნათება დღისით, საბრალოა და ფუჭი
და დამცინავი სახით,ყველაფერს უცქერს ქუჩის
ერთი ბებერი ლოთი,ამასთანავე მუნჯი,
უცქერს და გულით ხარობს,ცარიელი აქვს კუჭი,
თუმც სულაც აღარ ჯავრობს,რადგან იშორებს ხურჯინს,
ხურჯინს პირთამდე სავსეს,კახპა სამყაროს ლეშით,
ლეშად ჩატენილ ცოდვებს დაცლის,ღვთიური პეშვი.
გრძნობს აღსასრული დადგა,ლოთი თვალებით ხარობს,
მოუწევს ენის ადგმა,ყანა მოისხამს ტაროს.
კარგად უსმინე ამას,ლაგამს ვერ გაწყვეტს რაში
და ლოთისებურ შამათს, გადაურჩება ბავშვი,
საბრალოა და ფუჭი,კაცის ცხოვრება მაშინ,
ნამუსს რომ ჩაგრავს კუჭი,ღმერთს რომ აჯობებს ფაშვი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-12-14 17:28:18
  • ლიპო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხელოვნური ლექსია.

    თუ ვცდები, ბოდიში მომითხოვია.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2011-12-11 02:08:32
  • ლიპომ რითმებზე იმუშაოოოსოოოო.