გაუმარჯოს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-12-19 11:46:06
160/6

მოდი უშიშრად ნათქვამ სიტყვას გაუმარჯოს და
დიდება იმათ,სამშობლოსთვის ანთებულ თვალებს.
ზოგი, ამ თვალთა ელვარებით უკვე გაოცდა.
სხვებს გააკვირვებს მათი ალი ,უთუოდ მალე.
მოდი,ძარღვებში აზვირთებულ,სისხლს გაუმარჯოს.
რომ მიაწყდება მეწყერივით,სხეულის კიდეს.
იქნებ, თაობას არასოდეს არ გავიაროს
ამ სისხლის ზვავმა და ვამსხვრევდეთ,უტიფრად ხიდებს.
ხიდებს გადებულ უზნეობად და უგულობად.
ბურჯებს ნაშენებს უცოდველთა თავის ქალებით.
მოაჯირებად შემოწყობილ უბედურებას,
მალე ვიხილავთ მიმოფანტულს,სისხლით დალეწილს.
მოდი ქართულად აძგერებულ გულისცემას და
არა მონურად დაბლა დახრილ ღვთისთვის თავების,
იყოს დიდება,გამარჯვება გვქონდეს დევიზად,
აღარ ეხუროს ჩვენს ქვეყანას ქუდად ჩალები.
მოდი ძილიდან გამოსვლასაც დღეს გაუმარჯოს!
რომ დავუმსხვრიოთ შარლატანებს წელის მალები.
მთელი ქართული ენერგია რომც დაიხარჯოს,
ვერ შეგვაშინებს ტკივილები ხორცის წვალების.
და გაუმარჯოს!ჩვენს სამშობლოს,ლამაძს,ერთიანს.
ვეღარ ახშობდეს თვალთახედვას,ქვიშის ქარები.
ხელი ჩამკიდე,ერთმანეთს ხომ ასე ერთვიან,
რუდ მიმავალი,საბობოქრე სისხლის ჯარები.
იცი?ამ სისხლის ნაკადულებს,ერთად შეყრილებს,
მდინარედ ქცეულს,გადარჩენის ძალა აქვს დიდი.
ეს თუ შევძელით,მერე ვნახავთ გულში დაჭრილებს,
ქვეყნის მაქცევართ,გაიყოლებს მათივე \"ხიდი\".

ერთი თხოვნა მაქვს,ყველა თხოვნის თხოვნაზე დიდი,
რომ არ გაჩერდე,გამარჯვებით ფინიშთან მიდი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 5
  • მაკა კოლხი
  • 2011-12-20 09:18:50
  • ნაბახუსევზე დაწერილ ლექსს ჰგავს! laughing უფრო სწორად, საქეიფოდ დაწერილ ლექსს! კარგი ქეიფისთვის რომ ემზადები, წინასწარ ფიქრობ და გინდა რომ საქართველოს სადღეგრძელო ლექსად თქვა და რომ იგონებ კიდეც. laughing აი, ასეთი განწყობით დაწერილი მგონია ახლა მე ეს ლექსი და არ მეჩხუბო სვანო, თორემ თამადობას ჩამოგართმევ იცოდე! wink
    კარგი ლექსია +2
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2011-12-19 20:00:28
  • მშვენიერ ოპტიმისტურ ნოტაზე სრულდება.
    გაუმარჯოს ლიპოს!!!

    მეტი ყურადღება უნდა დაუთმო ნაწერს მეგობარო!!! ამასწინად მითხრა ერთმა კარგმა პოეტმა, ყოველი სიტყვა ღმერთია და ღმერთივით მოებყარი თითოეულსო.
    რითმის დასაცავად ნუ ჩაამატებ სიტყვებს. არ გეუბნები ურითმო ლექსები წერეთქო, უბრალოდ ბწკარითაც ნუ გაცდები აზრს, გაამსუბუქე, გაამარტივე ნაწერები, ეცადე ახალ თემებს მიაგნო.

    რაც შეეხება რითმებს, შეეცადე ისე გარითმო რომ ერთი კითხვა არ დაესმოდეთ მათ.ჩალები---მალები არაა რითმა!!! არც "და" გარითმო არაფერთან!!!

    შეეცადე გაითვალისწინო ეს ყველაფერი. პირველ რიგში, ტექსტის შემსუბუქებაზე იმუშავე, არ დაღალო მკითხველი!!!
  • 1
  • ოთარ რურუა
  • 2011-12-19 13:57:14
  • გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!