*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2011-12-25 10:35:56
125/4

მიტოვებული მიწისაგან,
დატყვევებული წყალში.
მიმოფანტული კუნძულების
აგონიური მარში.
ჭორფლებივით,რომ დასჩენიან
ამ დედამიწას შუბლზე,
თითქოს ექიმებს დავიწყნიათ
მეტასტაზები გულზე.
უსწორმასწოროდ ჩამოღვრილი
მიწანარევი ლავა.
პოლარულ ღამეს მოგაგონებს
კანარიული ჰავა
და ეს უმსგავსო წერტილები,
ჩვენ გავიხადეთ სახლად.
სიცოცხლის ხაზზე წყვეტილები
ემიგრანტობა გახდა.
ეხ ნეტავ ვინმემ ამოკვეთოს
ეს ორგულობა,თავში.
ვიდრე ვულგანმა ამოხეთქოს
მანამ დავბრუნდეთ სახლში.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2011-12-29 17:20:27
  • ჭორფლებივით,რომ დასჩენიან
    ამ დედამიწას შუბლზე,


    ირაკლი რასაც გეუბნება, გასათვალისწინებელია.
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2011-12-26 20:29:15
  • ლიპო, დიდი ხნის წინ გითხარი, ლოგიკურ კავშირს უნდა მიაქციო ყურადღება - მეთქი.
    საერთოდ ვერ გავიგე რისი თქმა უნდა ავტორს.