სამშობლოს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-01-06 23:43:57
163/10

უსმინე, მღერიან სვანები ლილეოს,
მთებს ასდით სურნელი გაშლილი ყვავილის.
ამ ქვეყნად კაცობა თუ გამოილიოს,
არწივი შეშინდეს ჭილყვავის ჩხავილით,
აქ მთებში ეძები ბიჭები საჯიშე,
ხეობებს ანიშნე,სამშობლოს ტკივილი.
მავანი,ჩვენ სვანეთს ვერ გადააჯიშებს.
ეშმასაც დააფრთხობს ცხენისწყლის ყვირილი.
სიცოცხლის ხმაური აქ ისევ ხმაურობს.
დამტვერილ სატვინეს ენგური გარეცხავს,
აქ ჭიაკოკონობ და აულმაულობ
არააქვს მნიშვნელი,თუ რომელ მხარეს ხარ,
ზემო თუ ქვემოში,სეტში ან საყდარში
ერთი გვაქვს ოცნება,საერთო მიზანი:
გიჩრდილოთ დარში და გაგაშროთ ავდარში,
ჭირშიაც,ლხინშიაც მოყვარედ გვიცანი.
ღმერთისგან საჩუქრად,უმაღლეს მისიად
გვერგუნა,ზურგიდან დაგიცვათ,დაგფაროთ.
შენ იღონდ დაგჭირდეს,ეს ხორცი მისია
რომ შენი გულისთვის მიწაში ჩავყაროთ.
შენ ოღონდ დაგჭირდეს,
ჩვენ ფერხულს დავუვლით,
მტერს გულში ელვად და
ტყვიებად გავუვლით.


შენ ოღონდ დაგჭირდეს,
შენ ოღონდ დაგჭირდეს,
შენ ოღონდ დაგჭირდეს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    +2
    კარგიაა!წარმატებები!
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2012-01-10 16:30:08
  • იმისთანა შემართებითაა დაწერილი ლექსი, რომ აღარაფრის მეშინია!

    აი, ასე.
    გაიხარე, უფალმა დაგლოცოს ამის ავტორო!
    +3
    დიდი მადლობა ყველას..დაგვიანებით გილოცავთ შობა -ახალ წელს :*
  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-01-07 16:42:38
  • იმედი მაქვს რომ არ დასჭირდება.

    +
  • 4
  • შენი_ანი :)
  • 2012-01-07 16:16:28
  • +++ შობას გილოცავ
  • 3
  • ცისკიდურელი
  • 2012-01-07 00:03:57
  • ლიპო,მომეწონა ლექსი!!

    შობას გილოცავ,ჩემო კარგო!!
  • 2
  • ოთარ რურუა
  • 2012-01-07 00:03:49
  • ვიცი ეს ლექსი და მომწონს.


    მრავალ შობას.
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-01-05 21:57:21
  • +

    მრავალ შობას.

    მომწონს ლექსიც.