ჯერ არდაბადებულ მარიამს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-01-12 00:42:06
263/21

აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.
დროის ათვლას ,უკუჩათვლა ვარჩიე,
ორ თვეს ვაკლებ ყოველ წუთს და მეასედს,
ვვარაუდობ,ვგევარ სულელ მარჩიელს,
ნუთუ მართლა ვიმსახურებ მე ასეთ
დიად ძღვენს და ენით უთქმელ სიხარულს?
ფრთების გაშლას,თავაწყვეტით ჭენებას.
ერთი ვიცი,მინდა შენ რომ იხარო,
დაე იყოს როგორც უფალს ენებოს.

მოვა მარტი,გაიშლება კვირტი და
შენს თვალებში განახლდება სამყარო.
მზეც დარაბას გამოაღებს ბინდიდან
და ტირილით გვამცნობ,უკვე აქ ვარო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ეს რჩეულებში მქონია :) არა მხოლოდ ეს ნაწარმოები,დანარჩენებიც ძალიან მომწონს
    ლექსით ნათლად დავინახე რასაც გრძნობდი.. ძალიან კარგია
  • 18
  • ცისკიდურელი
  • 2012-03-20 11:10:32
  • ლიპო, ვუერთდები ნათის და აქაც და კიდევ ერთხელ

    გ ი ლ ო ც ა ა ა ა ა ა ვ

    პატარა სვანის ასულის დაბადებას!!

    სასახელო გოგო იქნება, ვიცი, კარგი მაიკოსა და დედიკოს ხელში!!! :*******
  • 17
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-20 02:50:25
  • აჰააააააააააააააააააააააა!


    დაიბადა პატარა ცუგრუმელა გუშინ!


    პატარა მარიამის ამქვეყნად მოვლინებას გილოცავ,ლიპო!


    ისე გაზარდე, როგორც ქართული წესია. სვანი კაცი ხარ და არ შეგეშლება!


    :* :* :*


    კარგი ფეხით მოსულიყოს მამიკოს ცხოვრებაში.
    "აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
    ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა."

    .................
    კარგი ლექსია,ზოგან არაჩვეულებრივადაა გარითმული,ხან კი რითმი კოჭლობს.ასეთი ლექსები კი ყველაზე მეტად მიყვარს.მთლიანობაში კარგი ლექსია,სასიამოვნოდ ჩავიკითხე.ამ ლექსში ნათლადაა აღწერილი მამა-შვილური სიყვარული.ასევე დიდი ემოცია მოდის ამ ლექსიდან!დავპლიუსდი აქ!

    +2
    მოლოცვა ჩემგან!და წარმატებები!
    love love love
    კაი ლექსია :)
  • 14
  • ნინო კობახიძე
  • 2012-01-12 18:13:41
  • +++ ღვთის მფარველობა მარიამს !!!
  • 13
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-01-12 18:00:24
  • იყოს აქ ჩემი წილი +1
  • 12
  • ლევან დევაძე
  • 2012-01-12 16:23:07
  • მე დავაპლიუსე ეს თბილი ნაწერი
  • 11
  • ცისკიდურელი
  • 2012-01-12 16:17:22
  • ლიპო,ჩავთბი ამ ლექსის წაკითხვისას!! +3 და მრავალ შობა-ახალ წელს!!

    პ.ს. ალექსანდრე0-ს,მამას ამ შემთხვევაში სწორია.. როცა საუბატია სხვის მამაზე,მაგ: ნოდარის მამის ოთახი,ამ შემთხვევაში მამის.. ხოლო როცა საუბარია შენს მამაზე,შეგიძლია თქვა: მამას ოთახში.. აქ კი მამიკო მარიამს ეკუთვნის და სწორია მასეც..
    love
    დიდი დიდი მადლობა ყველას :*:*:*
    ძალიან საყვარელი ლექსია, სულ კადრები მოდიოდა კითხვის დროს. ბუნებრივი, გულიდან წამოსული, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე. თუმცა რა ხელოვნურობაზეა ლაპარაკი მამა-შვილურ სიყვარულთან.
    მთელ ოჯახს საუკეთესო სურვილები ჩემგან!
    სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია!
    ++
  • 7
  • დეა ვებერი
  • 2012-01-12 11:17:52
  • თბილი, თბილი, თბილიიი :) ძალიან მიყვარს ეგ სახელი და ყველა პატარა. იხარეთ.

    + 5
  • 6
  • მაია ღლონტი
  • 2012-01-12 09:58:24
  • ძალიან კარგი,გამართული,თბილი ლექსია.+++
    ეს მე წაკითხული მაქვს და მაგრად დამამახსოვრდა!

    აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
    ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
    შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
    აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.

    + + + +
  • 4
  • შენი_ანი :)
  • 2012-01-12 01:26:48
  • ძალიან კარგია, ემოციური ლექსია +++
    ლამაზი ლექსია მომეწონა+++
    აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ. მამას თუ მამის? +
    დროსი = დროის (შეასწორეთ)

    +++ ლამაზია
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-01-12 00:41:51
  • იხვეწები, თანაც საგრძნობლად.

    ვარჩი-მარჩიელს,
    სიხარულს-იხაროს,

    ესენი ერთი სიტყვისგან არის წარმოებული, ამიტომ გამოასწორე! :)

    +2