დაბოღმილი მონოლოგი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-01-19 20:08:02
145/6

-დამთავრდება ყველა აზვირთება მოდუნებით.
აქ სიციცხლე,თუ კი გაძვირდება,მოვბრუნდები.
ვიცი,მონოლოგის ეპილოგი პათოსია,
მართლის მეომრები სიღნაღებში გათოშილან.
ყველა პილიონი საზეიმოდ დანგრეულა,
არწივს მილიონი ჭიაყელა დახვეულა.
სულის გადარჩენა,უტოპიას ემსგავსება.
აქ ხალხს დადუმება წამიერად ემართება.
ცოცხლად ატყავებენ,არაფერში დამნაშავეს,
ალბათ დაბადებით,ჩვენ სუყველამ დავაშავეთ.


მეტი სულიერი ამყრალება,რაღა გინდა,
ჩვენში ხომ უფალიც,ხურდა ფულზე გაიყიდა.
აი,ჩემეული მონოლოგის აპათეა,
შენ კი გეზარება,თვითმკვლელობა მაპატიო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ცუდი არ არის, წარმატებები++
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2012-01-23 02:16:18
  • ლიპო, რაღაც სიტყვები და სიტყვათშეთანხმებები ვერ გავიგე აქ და ისევ შენ თუ მიშველი.
    მახსოვს ეს ლექსი...
    ++
    ლიპო ბევრად მაგარი ლექსები წამიკითხავს მე ამ გვერდზე...
    ვაპლიუსებ მომავლის იმედებით smile
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-01-19 22:42:13
  • საშინლად არ მომეწონა.

    :X