ჯემალს, ჯემალს, ჯემალს ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-02-01 22:12:06
230/16

მე ოთხ თებერვალს მოვალ შენთან შარვალ კასტუმით,
მოვალ და ხელში ჩაგიკუჭავ ჯემალ ას თუმანს,
ვინმე თუ გყავდა ჩემო ძმაო მაშინ რას დუმდი?
რად ამძიმებდი ცხარე ცრემლით ჩემს ცივ სასთუმალს?

თუ იგნორია, გაიკეთე მაშინ აგნორიც,
ეს ჩემი ყურის ბედისწერაც რამდენს დაიტევს,
გახსოვს ჩვენ პიარს ვუკეთებდით ხოლმე ჩაკ ნორისს
და ქალებივით ვიყენებდით დებილ საიტებს.

შენ კალათბურთში აფიქსირებ ახლა აფსაიდს,
ჯემალ პერაშკიც აღარ შეგვრჩა სადილ-საუზმედ,
არ დაგვრჩენია ძველი მტრებიც დაუნავსავი,
ჩვენ ხომ ქურდები იუთუბზე დავაპაუზეთ.

მიაჩკრუგუშიც არსებობდა თურმე პიტაკი,
ვატრიალებდით დანასავით რეზო მამიდას,
რაც შენ პანჩური ჩემს მეზობელს მაგრად ატაკე
ეხ, იმის შემდეგ კაცი კუჭში ვეღარ გავიდა.

ახლა კი ვიღაც მინდორ-ველად ქენჯნის მალხაზებს,
გათენებისას მამალოებს წუწნის დედალი,
მახსოვს სინდისის დაბრუნების გეგმა დახაზე
არაკაცთათვის... და არ იყო გაუბედავი -

ჩვენი პასტუპკა, თენგიზს ჰკითხე თუ არ იჯერებ,
ასეა ძმაო ეს ცხოვრება დედა უხეში,
ყოველდღე ჩემი სიმართლისთვის ისევ მიჭერენ
და ისევ მიყე - ნებულები მყვანან კუთხეში.

შენ კი შენ ოჯახს ეჭიდები ჯემალ, გეთაყვა,
ოთუზ ბირადაც გასაღდება ჩვენი წიგნები,
მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის ძმაო შენთან ვარ
და ის გახსოვდეს რომ ყოველთვის შენთან ვიქნები.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 15
  • მაკა კოლხი
  • 2012-02-04 06:45:06
  • ადოლფ, შე გენიოსო შენა! :)))))) შენს მეზობელს რას ერჩოდა ჯემალა ეგ ვერ გავიგე, ასეთ საშინელ დღეში რად ჩააგდო??? :)))))

    ჰოო, კიდევ ადოლფ, ჩემი გულმხურვალე მოკითხვა და მილოცვა შენს ას თუმანთან ერთად ძღვნად მიუტანე რა გეხვეწები ჯემალას! კაი კაცია მაი, ადრე ურაკზე იუმორის ქურდად იჯდა. :)))) ჰოდა, კიდევ. შარვალ-კასტუმიანებო! ბევრი არ დალიოთ! :)))))
  • 14
  • ADOLF KOMUNIST
  • 2012-02-03 13:22:12
  • გადამრევს ეს ხალხი, როი, როი, როი, ამომიყვანეს ყელში, ვინაა ეგ როი? ან რა ჩოხა? ჩოხა ჩაიცვან მაგ როიებმა, მე შარვალ კასტუმით მივალ. მინუსს რაც შეეხება, მე დავსწერ ახლა პლიუს სამს და გავქვეთ.
  • 13
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2012-02-02 19:29:27
  • აუუუ...როი, შემთხვევით მინუსზე დამიჭერია. იცის ღმერთმა პლიუსი მინდოდა. მაპატიე. და თუ შანსი არსებობს გადამისწორეთ ადმინებო.
  • 12
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2012-02-02 19:26:49
  • მე ოთხ თებერვალს მოვალ შენთან შარვალ კასტუმით,


    თქვენ რომ ჩოხით იცით?:))))
  • 11
  • ოთარ რურუა
  • 2012-02-02 17:05:00
  • :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
  • 10
  • ზაზა გაბეჩავა
  • 2012-02-02 15:12:00
  • 3 აჩოკი ჩემგანაც :LOL*

    მაგარია!:L
    საწყალი მეზობელი ;( :D
  • 8
  • tengiz lobzhanidze
  • 2012-02-02 02:44:22
  • მაგარია. აი ძმაო სიყვარული.

    შეფასება 7 7 7
  • 7
  • tengiz lobzhanidze
  • 2012-02-02 02:43:24

  • აუ, მაგარია თქო რო დავწერე ზევით, სა გაქრა?
  • 6
  • tengiz lobzhanidze
  • 2012-02-02 02:42:18
  • ჰო, აჩოკი დამავიწყდა

    777
  • 5
  • tengiz lobzhanidze
  • 2012-02-02 02:41:43
  • მაგარია. აი სიყვარულიიიიიი.
    მაგარიაა ძაააან :D:D:D:D:D :D:D
    ჩვენ ხომ ქურდები იუთუბზე დავაპაუზეთ.<<)))))))
    +++
    მიყვარხარ ადოლფ:) მე მოვალ... :ზ
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-02-01 22:28:33
  • გენიალურია.... :D :D