ემიგრანტული ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-02-05 13:24:58
116/10

შენი მიტოვება ადვილია,
უკან დაბრუნება ძნელი.
ეს შენთან ყოფნის წადილია,
ყოველ რიჟრაჟზე რომ ველი.
ალბათ სიზმარიც კი ნამდვილია,
შენ რომ მესიზმრები ,მაშინ.
ფერდებს, რომ გიტკეპნი ყვავილიანს,
ქარად,რომ დავქრივარ მთაში.
იცი?რაც უშენოდ დავრჩენილვარ,
მუდამ საკუთარ ტავს ვწყევლი.
ალბათ,მეც უბედო გავჩენილვარ,
ან ვერ დაგიფასე ბევრი.
ყველგან მაგ მწვერვალთა მირაჟია,
დამდევს,მდინარეთა ხმები.
მაგრამ საქმე სწორედ იმაშია,
რომ მეც მწვერვალივით ვდნები.
ალბათ მაპატიებ სანატრელო,
სულ მთლად გული რომ ხარ ვიცი.
\"აღარ მიგატოვებ საქართველოვ\"
უნდა დამიჯერო ფიცი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ხო და უნდა შეასრულო ფიცი:D
    დიდი მადლობა ყველას.!!!
  • 7
  • torghva
  • 2012-02-07 19:07:53
  • +2 პატივისცემით:))

    მომეწონა, ამართლებს სათაურს.
  • 6
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-06 19:03:19
  • ლიპო, ისეთ ადგილზე ხარ ახლა შენ, რომ...წესიტ ადვილად გადაიტან ზამთარს და...მერე კი ჩამოდი თუ გინდოდეს. :დ




    ჰმ...ჰმ... კანარის კუნძულები...იშ.
    გულის ასატკიებელი თემა...



    რომ მეც მწვერვალივით ვდნები.
  • 4
  • მაია ღლონტი
  • 2012-02-05 19:55:51
  • იმდენად ნაღდია სათქმელი და ისე მეგულწრფელება,არ შემიძლია +3 არ დავწერო
  • 3
  • anuki
  • 2012-02-05 19:14:04
  • ყველგან მაგ მწვერვალთა მირაჟია,
    დამდევს,მდინარეთა ხმები.
    მაგრამ საქმე სწორედ იმაშია,
    რომ მეც მწვერვალივით ვდნები.

    მეც ამას გამოვყოფდი

    +2
    ყველგან მაგ მწვერვალთა მირაჟია,
    დამდევს,მდინარეთა ხმები.
    მაგრამ საქმე სწორედ იმაშია,
    რომ მეც მწვერვალივით ვდნები.

    კარგია :)
    +
  • 1
  • ოთარ რურუა
  • 2012-02-05 14:29:15
  • გენაცვალე ქართულ სულში!