(მოდის ხეიბარი გაზაფხული) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-02-10 10:39:10
135/8

მოდის ხეიბარი გაზაფხული,
ახალ გულისტკივილს გვიქადის.
ფიქრი მოლოდინითთ დაზაფრული
სულ გამიგიჟდება იქამდის,
სანამ მოეთრევა მარტიანი
თავის ნასესხები ავდრებით.
მანამდე ვიქნები დარდიანი,
სანამ მე და თოვლი დავდნებით.
ალბათ კვლავ ეცდება ჩაგვითრიოს
ფერად კოკრებში და კვირტებში.
ვფიქრობ მოგაკითხავთ საიქიოს,
მელოდეთ,ნუ შემიშინდებით.
მაგრამ,ახლა ისევ ზამთარია,
ისევ თეთრ ფანტელებს მოველი,
გული ფიფქებივით დამფრთხალია
და ისევ აშინებს, ყოველი
მერცხლის გულსაკლავი წივილი და
ღრუბელდაფრენილი ცისკარი.
კახპა გაზაფხულის ღიმილიდან
სხვას რას მოველოდე მითხარი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კახპა რატომ ? :))

    +
  • 6
  • რ_____ო_____ი
  • 2012-02-10 22:39:17
  • საინტერესოა რა კომენტარს გააკეთებენ შემდეგ :)
    მე მაქვს იდეა, ლიტ.გეზე ჯუზეპეს კომენტარებიგამოვცე წიგნად:) ახლა ჩავიფიქრე სერია, მეორე ტომი იქნება შენი კომენტარები:)

    იმედი მაქვს ბესტსელერები იქნება:)
  • 4
  • რ_____ო_____ი
  • 2012-02-10 22:32:38
  • ხანდახან იმასაც ვფიქრობ ლექსების წერას ხომ არ შევეშვა და კომენტარების წერაზე ხომ არ გადავიდე. ანუ მე გამოვაქვეყნებ კომენტარებს და თქვენ შესაბამისი ლექსები დამიკომენტეთ :)
    როის კომენტარი, არც მეტი არც ნაკლები - გენიალურია:)
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-02-10 22:13:44
  • ვენი, ვიდი, წარმატებები!...

    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-10 19:03:57
  • ძალიან "ეჩხუბები" შენ გაზაფხულს,ლიპო , მე კი ისე ველოდები, თუ მივაღწიე იქამდე, პირობას ვდებ, ზამთარში აღარ წამოგყვებით. არასდროს. ა-რა-სო-დეს.