ბებიაჩემის თქმული აკაკი შალამბერიძე
იუმორისტული
2012-02-11 04:13:23
260/6

გადაგვარდა ზენა ნენა..


მდიდრები და ღარიბები,
სიმართლე თუ ალიბები.
ტერორისტი,თალიბები,
ნიღბები და ყალიბები.


შეიცვალა ხალხი ნენა.
ჩემ დროს იყო ტუჩზე კბენაა!!
აღარაა ახლა სმენა,
მაგრამ ყველას უნდა მღერა.


რას არ ნახავს ახლა თვალი.
მეფეს აქვსო გლეხის ვალი,
გლეხმა მიწას ავლოს კვალი.
ამფერ მეფემ,
დეითხაროს ბეჩა თვალი.


ახლა ქალი წამოჯდება
ქმარს კიბეებს ახეხინებს.
ფეხზე ფეხს რომ გადაიდებს
სტუმარს ბარკლებს ახედინებს.


აბა ადრე ჩემო ნენა,
თვარ იცოდა ქალმა ფრენა,
ვინ ნახავდა მის ტანს ქვენა.
ამიტომაც ჩემი კაკო
დადიოდა ნელა ნელა.


რომ მოვკვდები ჩემო ნენა,
არ დამტიო მოწის ზენა.
ქვაზე ფრაზაც მიმიწერე,
აქ ისვენებს თქვენი ნენა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მართალს ჩივა კაკოს ნენა,
    (და)
    ლობჟანიძის ენაც :)
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-12 11:37:17
  • მოდი და ნუ დაუჯერებ ბებიას, აკაკი, ჰაა?
  • 3
  • tengiz lobzhanidze
  • 2012-02-11 21:20:59
  • მართალია შენი ნენა, -
    რას არ ამბობს ჩვენსას ენა,
    სადღა არი აღმაფრენა?!
    ვიღას ააქვს კაცის რწმენა?

    უსწავლიათ ტურებს ღრენა,
    დოუწყიათ ვირებს ფრენა,
    ლევანას კი ჰქვია ლენა...
    დაჰქრის ქარი ზენა-ქვენა.

    ბარკლებს შუა დუჟის "პენა",
    ბარკლებს უკან კიტრის ტენა,
    რა ტომატი, რი "იზმენა",
    რაფრა გინდა ამის თმენა?..

    ეჰ, ტრა-ტა-ტა, ტრატა-ტა-ტა!
    ზედ აბია ყველას ბანტად...
    კოკა-სპრაიტ-შვეპსი-ფანტა,
    მოუსხია ხურმას პანტა.


  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-02-10 22:23:24
  • ეს გამახსენდა... გაუშვი არ უსვრია :)
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-02-10 22:21:24
  • სად მივყავარ მატარებლის ლიანდაგს...