დედის კარადა ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2012-02-18 10:14:43
120/8

დედის კარადა

რამდენ რამეს ინახავს თურმე
დედის კარადა.
ეს - ჩემი სკოლის დღიურია,
ეს - სოფიოს \"პეპელა კაბა\".
ჩვენი ბავშვობის ჯამ-ჭურჭელი,
ნაქარგი სუფრა,
თითქოს ახლახანს გვასაუზმა და გაგვისტუმრა.
მე შუა გზაში გადამიტყდა ფეხსაცმლის ქუსლი
და შემოვბრუნდი,
ფანჯრის რაფაზე მგლოვიარე,
მისეული ბეგონიის დასარწყულებლად.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • რუსა ზოიძე
  • 2013-01-07 21:18:06
  • უცებ "დედის ოთახი" გამახსენდა... ძალიან ემოციურია.. მე მომწონს <3
  • 6
  • ხატია ინჯგია
  • 2012-03-15 15:29:12
  • +2 ჩემგანაც
  • 5
  • GUR.J
  • 2012-03-14 22:31:13
  • +3
    .........
    +1
    კარგი აზრი დევს აქ...
    ჰო, მოქმედებს... "დედის ოთახის" ასოციაცია გამიჩნდა და რეალობაშიც, დედის ოთახის... ძალიან მიყვარს თქვენი პოეზია
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-18 23:02:32
  • როგორ მოქმედებს-ხოლმე აქ ამოკითხული. ისეთი ცხოველი და შეგრძნებადი შეგრძნებებია...


  • 1
  • ჰენრი
  • 2012-02-17 21:25:17
  • :( ემოციურია... სულშიჩამწვდომი... ნინო რაც გესმის, გესმის ... :)+++