ასი სიტყვით... ნინო ქოქოსაძე
მინიატურა
2012-02-25 16:57:49
152/8

ღმერთო, მაღალო!
მადლობას გწირავ ყველაფრისთვის
რაც ჩემს თავს იყო,
რაც ჩემს თავს არის,
და რაც ჩემს თავს აწი იქნება...მაგრამ ნუთუ – ამისთვის დავშთი?
რა ხანია ყრუ-მუნჯი ვარ. ჩემთვის ჩუმად, გულში ვლოცულობ.
არც სანთელი მაქვს, არც საკმეველი.
მე სულ მეგონა, ერთხელ ჩემები მოვიდოდნენ, ან უფრო მეტი - მათთან თავად დავბრუნდებოდი.
მომხედავდნენ, მომიფონებდნენ, ჩონჩხადქცეულს მომაცმევდნენ ქათქათა პერანგს, მირონს მაცხებდნენ...
მაგრამ ვაი!
სხვაგვარად ხდება!
სხვა განიზრახეს!

შემინდე, ღმერთო!
მამავ, ძეო და სულიწმინდავ! თავს როდი ვიკლავ, არ მსურს გადავრჩე, თუ ჩემს სანაცვლოდ შუა ქალაქში
უცხო სალოცავს აგიშენებენ...
........................................................................................
ზათქით, ზრიალით ჩამოიქცა ოშკის გუმბათი, ხოლო ზეცისკენ მიმავალმა მტვრის ღრუბელმა, ფრთაგაშლილი მტრედის ფორმა გაიმეორა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • ნინო ღლონტი
  • 2012-03-20 09:49:05
  • მშვენიერია +3
  • 6
  • ჰენრი
  • 2012-03-15 23:22:58
  • ძალიან ღრმა, სუფთა, გულიანი და საჭირო ნაწერია! :) ჩემი გულთბილი მოკითხვა ავტორს!
    +3
    შემინდე, ღმერთო!
    მამავ, ძეო და სულიწმინდავ! თავს როდი ვიკლავ, არ მსურს გადავრჩე, თუ ჩემს სანაცვლოდ შუა ქალაქში
    უცხო სალოცავს აგიშენებენ...
    ................................................................................
    ........
    ზათქით, ზრიალით ჩამოიქცა ოშკის გუმბათი, ხოლო ზეცისკენ მიმავალმა მტვრის ღრუბელმა, ფრთაგაშლილი მტრედის ფორმა გაიმეორა.


    ამაზე მეტი და ამაზე მეტად რაღა უნდა ითქვას... უუუჰ, გული ხელისგულზე მედო თითქოს... კარგად და ზუსტად გადმოცემული სათქმელი...
    ისეთი სათქმელია გულს რომ რაღაცნაირად დაგწვავს ამიტომ არ ვიცი ვთქვა მომეწონა თუ არა,უფალმა გაგაძლიეროთ,მიიღს შენდობა თქვენი.
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-26 15:45:19
  • თუ არ მიწყენს ქ-ნი ნინო, ერთს ვიტყოდი აქ.

    იმ დღეს ბ-მა გიო მაკაველმა მაჩვენა არაჩვეულებრივი სპექტაკლი -

    "ნ გ რ ე ვ ო ლ უ ც ი ა".


    ვინც თბილისში ცხოვრობთ და ვისაც გაქვთ სურვილი ათონელის თეტრში იქნებ მოახერხოთ და ეს სპექტაქლი ნახოთ.

    გამაოცა 15-16 წლის მსახიობების პროფესიონალიზმამდე მისულმა თამაშმა და იმან,თუ როგორ მოიტანეს სათქმელი მაყურებლამდე.

    ნახეთ აუცილებლად.
    ძალიან, ძალიან კარგია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ცოტა სხვა სიტყვებს ვეძებ.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-25 21:43:53
  • ამეწვა გულისპირი და თალები ამეწვა...და საერთოდ,ამ ბოლოს იმდენი პროტესტი დაგროვდა ჩემში...სად წავიღო,საით მივმართო-ვერ გამიგია.