უსულოდ წავალ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-02-27 13:14:10
143/11

მე როცა წავალ,სულ პატარა სევდას დავტოვებ.
ჩემს ცხოვრების გზას მოიგონებ,სწორ ხაზზე ნავალს.
მაგრამ,იცოდე არასოდეს არ მიგატოვებ,
შენთან დავრჩები სამუდამოდ ,უსულოდ წავალ.
ერთი გახსოვდეს,შენი პულსით ფეთქავს სამყარო,
ლექსის წერასაც მაგ თვალების სითბო მაძალებს.
როცა მოვკვდები ცრემლის წვიმა არ დამაყარო,
შენი ტირილი კარგად იცი,როგორ მაწამებს.
მაგრამ,ჯერ ვცოცხლობ,უფლის ნებით ვრითმავ სტრიქონებს,
მასვე მადლობა,ერთ უღელში შეგვყარა რადგან,
შენში მე ჩემი სხვა სამყარო გამოვიგონე,
მჩველად მიდგახარ,გამოღებულ სიკვდილის კართან
და ყოველ დილით ჩამჩურჩულებ, \"მე,შენ მიყვარხარ!\"



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას...ისევ სვანი ტუ დამიწუნებდა ლექსს:):)იქნებ ისიც მითხრა რატო არ მოგეწონა სუბელიანის ქალო :)
  • 9
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-28 02:53:35
  • ბრავო,ნათია, სულ უფრო გამართულად წერ. :დ

    ვიმეორებ წინა პოსტს ჩასწორებულად: :დ :დ :დ

    "ლიპო, რაღაც სულ იშვიათად ჩანხარ აქეთ. ერთობი კანარებზე??? დაგავიწყდა ლექსი, მუზა და ეიფორია? :დ"


    ესეც ასთეეე.
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2012-02-28 02:51:32
  • ლიპ, რაღც სულ იშვიათდ ჩანხარ აქეთ. ერთობი კანარებზე?? დაგავიწყა ლექსი, მუზა და ეიფორია? :
    მომეწონა ლექსი.ძალიან თბილი და მოსიყვარულეა .ვაპლიუსეეებ+2
    ბოლოდან მეორე სტროფში "მჩველად" მაგივრად ალბათ "მცველად" უნდა გქონდეთ ავტორო...
    ერთი გახსოვდეს,შენი პულსით ფეთქავს სამყარო,
    ლექსის წერასაც მაგ თვალების სითბო მაძალებს.
    ლამაზია...
    არ მომეწონა
    გამიხარდა რო მოგეწონათ :*
    რა თბილია :) +++
    რა ლამაზია... შენში მე ჩემი სხვა სამყარო გამოვიგონე... კარგია, ლიპო...
    ამ დიდი სიყვარულთან რა დროს სიკვდილია ლიპო:)) + შენს სიყვარულს და მომიტევე!!!