სუფრა გამიშალეთ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-03-04 20:45:00
108/4

სუფრა გამიშალეთ,სუფრა გამიშალეთ,
მე დღეს ფრთების გაშლას ვაპირებ.
ღვინო დამაძალეთ,ცრემლი დამიშალეთ,
სისხლი?სისხლი მწყურვალ ვამპირებს.
რა დროს ტირილი და რა დროს ცრემლებია,
როცა სიყვარულით ვიწვები.
მე დღეს ავიწყვიტავ,მერე მაგ ვნებიან
ტუჩებს საკოცნელად მივწვდები.
გთხოვ არ გამიბრაზდე,გთხოვ არ დამიშალო.
რა ვქნა გადარევა მომინდა,
შენც რომ მოგენატრე გთხოვ არ დამიმალო,
აღარ გამეპრანჭო შორიდან.
სუფრაც გაიშლება,ყანწიც დაიცლება,
ჩვენ კი ერთმანეთით დავთვრებით.
მერე უფლის სახლში თვითონ აინთება,
ჩვენი ჯვარნაწერი სანთლები.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ნათი ძველი ლექსია..ეგ ყველაფერი მოსწრებული მაქვს უკვე :):)
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-06 01:09:14
  • ვახ, რაშია საქმე ლიპო? :)


    მივაპლიუსე მე ...რაღაც კარგი ამბავი ხდება,მგონი...
    წარმატებები...
    ++