ყოველდღე ასე ხდება ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-03-09 01:06:44
95/5

ღამემ უმიზეზოდ მგლოვიარემ,
ურცხვად თავსაფარი მოიბურა.
მერე გააღვიძა მწოლიარე
მზე და კარი ისე მოიხურა,
ზეცა ჩამოვარდა დამტვრეული.
დილა გაბრაზებით ააწვიმა,
ცრემლები მიწაზე დანთხეული
გაშრა და მშვიდობად გადაჭიმა
მთებზე ცისარტყელა,შეარიგა
წვიმამ აისობას ნაჩხუბარნი,
მზემ სხივები სულ დაარიგა
და ღამეს უბოძა საჩუქარი
მთვარე,ანთებული დამადლებით.
მაგრამ ზედ მუქარა მოაყოლა,
\"ხვალ მე ჩვეულიბრივ განვახლდები\"
და მიწას თვალები მოაშორა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    პლიუსები კარგია მომეწონაა
    ემოცია აიგრძნობა... შიგადაშიგ რითმებიც ლამაზია, მაგრამ შენს ადგილზე კიდევ ართხელ გადავხედავდი...+ და წარმატებები..:*
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-11 15:53:48
  • ვაიმე, მახსოვს მე ეს და ...ძალიან მესაყვარლა პირველივე წაკითხვისას.


    "ღამემ უმიზეზოდ მგლოვიარემ,
    ურცხვად თავსაფარი მოიბურა.
    მერე გააღვიძა მწოლიარე
    მზე და კარი ისე მოიხურა,
    ზეცა ჩამოვარდა დამტვრეული."
    პუნქტუაცია ისე არეულია გამიჭირდა გაგება.
    დიდად არ მომეწონა, მაგრამ მინუსებისთვისაც მენანება. წარმატებები.