ცირკი ( ირო–ტასოს და ლაზარეს) ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2012-03-19 09:31:36
99/4

დღეს ჩემი სასტუმრო ოთახი
მოიწვევს ორკესტრს და აინთებს ჩირაღდნებს.
იჩქარეთ! იჩქარეთ!იწყება!
ნომერიიი პირველი:
–ალეეე ჰოპ!
ტყუპები დგებიან ყირაზე.
მე ახლა -
ბრჭყვიალა კაბაში მორთული მწვრთნელი ვარ,
დავდივარ. ბაჯბაჯით დამყვება ლაზარე
და როცა სატირლად პირს აღებს,
კანფეტებს ვუდებ და
ბელივით მორჩილად ვატარებ.
პატარებს აოცებთ ნომერი შემდეგი:
ცილინდრი, ბაფთა და ფართხუნა სახელო,
-სად გაქრნენ ქაღალდის მტრედები?
ერთხელაც, ერთხელაც იქნება გვაჩვენო...
მაგრამ წარმოდგენა
ოდესმე უთუოდ მთავრდება,
მოდიან მშობლები
და მიჰყავთ ბავშვები,
მივაწყობ არეულ არენას
და მარტოდ –
მტირალა კლოუნად დავრჩები.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-21 20:53:44
  • აუ, როგორ გაღიმებული ვკითხულობდი. ლაზარეს დათვის ბელობაზე-სიცილიც წამსკდა და...

    ფინალიიიი :((
    მადლობა მკითხველს:)
    აი, ასე ბებიობა პოეტობას ხელს არ უშლის. პირიქით:))))
    ეს ჟანრი მომწონს.ყოველთვის 10 წლით უკან გადავყავარ კარგ ნაწერს ამ ჟანრში,ეს კარგია და +2
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-03-19 02:26:27
  • მომეწონა!

    +2