ამ სახლში (მინიატურა) ნინო ქოქოსაძე
მინიატურა
2012-03-28 01:13:27
280/22

ამ სახლში (მინიატურა)
პროზა
2011.05.10
------------------------------------------------




ყველაზე მშვენიერი – რაფაზე ქოთნის ყვავილებია.
ყველაზე ხანგრძლივი – ფოთოლცვენა ფარდებზე.
ყველაზე სათუთი – ბავშვობის სურათი მოვარდისფრო ჩარჩოში.
ყველაზე სევდიანი – საოჯახო ფოტოალბომი.
ყველაზე მძიმე – საწოლი, სადაც დედა იწვა....
ყველაზე მსუბუქი – ხატების კუთხე.
ყველაზე მშვიდი – მეგობრის ნაჩუქარი ფაიფურის შველი.
ყველაზე მოწყენილი – ჩემი საწერი მაგიდა.
ყველაზე მივიწყებული – ფორტეპიანო.
............................
მე ვცხოვრობ ამ სახლში,
სადაც, ბოლო დროს – მხოლოდ აივანი გადის ქუჩაში.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 21
  • რუსა ზოიძე
  • 2013-01-07 21:08:17
  • ყველაფერი წარმოვიდგინე.... ლამაზია, მშვიდი და საინტერესო... ++
    სადღაც წამიკითხავს ეს, თუ ვცდები? იქნებ ტექსტი კი არა, სახლი მეცნო... :) მოვიწონე! მოკლე, ზუსტი, ნამდვილი, უჩვეულო ჭრილიდან დანახული "ჩვეულებრივი" და ფინალი, რომელიც გეგემრიელება :)
  • 19
  • მე-კალ-მე
  • 2012-05-02 02:27:22
  • "ყველაზე მძიმე – საწოლი, სადაც დედა იწვა.... " - გამაჟრჟოლა ამაზე... მსოფლიოში ყველაზე უსუსური ადამიანი ვარ, როცა ამ თემას ეხებიან... :(((


    ურითმო ლექსივით იკითხება...

    უფრო მეტი მინდოდა რატომღაც...

    წარმატებები, ავტორს!
    ძალიან კარგია ეს! :)

    "მე ვცხოვრობ ამ სახლში,
    სადაც, ბოლო დროს – მხოლოდ აივანი გადის ქუჩაში."
  • 17
  • ჰენრი
  • 2012-04-05 16:16:41
  • +3 ჩემი აზრით ზუსტად ის არის, რაც ამ ჟანრში ავტორს უნდა გადმოეცა...
    ძალიან მომეწონა! მოკითხვა
    რამდენიმე ავტორია ჩემთვის, რომელთა შემოქმედების წაკითხვის დროს მიჩნდება გაცნდა, რომ ნახატი ვიხილე...ერთ-ერთი თქვენ ხართ, ნინო. სულ ასე მგონია, ხატავთ, თქვენი ოთახიც დამიხატეთ უზუსტესად... ახლა ვიცი, როგორი საჩუქარი შეიძლება ადამიანმა გაგიკეთოთ :)
    მიიღეთ ჩემი უდიდესი მოკრძალება
  • 15
  • ნელიკო
  • 2012-03-29 23:50:22
  • ჩემი რენუარი, საოცრად დახვეწილი ლიტერატორი
  • 14
  • ნათია პაპიძე
  • 2012-03-29 11:07:29
  • აუ, მე არ უნდა ვცდებოდე თუ ვიტყვი, რომ მახსოვს ეს ნაწერი.


    იმიტომ, რომ მახსოვს შეგრძნება.
  • 13
  • რ_____ო_____ი
  • 2012-03-29 01:41:19
  • კარგია და აუცილებლად პროზაა. რედაქტორები არ აქვეყნებენ ნინო, ადმინი აქვეყნებს და ის უთითებს :)
  • 12
  • ანანე კიკნაძე
  • 2012-03-28 23:29:25
  • ყოველ ჯერზე უფრო რენუარი ხარ :) ერთხელ რომ წავიკითხე დავფიქრდი და მეორედ გადავიკითხე. ყველა ფრაზა იმდენად ნაფიქრი და ნაგრძნობია შეუძლებელია მკითხველი არ ჩაითრიოს და არ აფიქროს. მე ძალიან მიყვარხარ. სულ არ გიცნობდი, ნაწერებით როცა შემიყვარდი :)
    როგორი თბილია,ყველაფერი მომეწონა აქ,სულ ყველაფერი...
  • 10
  • მაია ღლონტი
  • 2012-03-28 21:38:56
  • კარგია,ნინო,მომეწონა
  • 9
  • ნიკა მეფორია
  • 2012-03-28 16:06:28
  • კარგი სიუჟეტია +2))წარმატებები
    ფინალი აშკარად კარგი იყო...ველოდი:))

    ++
  • 7
  • ხატია ინჯგია
  • 2012-03-28 14:34:41
  • მე მეთბილა შენი სახლი...წარმატებები+
  • 6
  • ანდრია ფენი
  • 2012-03-28 13:51:10
  • ლამაზია რაღაც სხვა სამყაროში გადავყავარ სხვა შეცდომებს ამიტომ არ მივაქციე ყურადგება და არც მივაქცევ თუმცა საშეცდომო აქ მემგონი არაფერი არ იყო +3 : * : *
    უკაცრავად დამავიწყდა:)

    სეი სიონაგონი არის ასეთი მინიატურების დედოფალი.(იაპონია. სადღაც მეთერთმეტე საუკუნე) ეცადეთ წაიკითხოთ, ქართული თარგმანი არსებობს.

    ერეკლე კერესელიძეს – უფრო უკეთესად ვერ დავხატავდი. საღებავები გაძვირდა:)

    გია ადუაშვილს – უკმარისობის გრძნობა აუცილებლად უნდა დატოვოს, ეგ ჩაფიქრებულია:)
    მადლობა მკითხველს:)

    პირველი შემთხვევაა, როცა ჟანრად ვირჩევ – პროზას, ხოლო რედაქტორი აწერს პოეზიას...პირიქით ყოფილა რამოდენიმეჯერ, მიკამათია კიდეც ამაზე...ახლა არ ვიცი, ალბათ კომპლიმენტად უნდა მივიღო:))
    ბოლოში თითქოს რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა . აჩის ვეთანხმები მასში არის რაღაც თბილი და ლამაზი.ალბად მინდოდა დღეს რაღაც სევდიანი არ წამეკითხა.++
    ბოლო მომეწონა. საერთო ჯამში შეიძლებოდა უკეთესად და უფრო უჩვეულოდ დაგეხატათ მთლიანდ სახლი.წარმატებები +1
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-03-27 21:29:00
  • იყო ლამაზი მომენტები.

    +2