სავსე გიგა კვეტენაძე
პოეზია
2012-03-31 17:00:30
81/4

ორთქლი. მინებზე. ვიცანი.
ვხატავ უცხენო რაინდებს,
ბეწვზე გადავრჩი. ლანდები -
მუქად, აჩრდილებს მარიდებს.

ხელის გულზეა გაშლილი,
სამყარო - სავსე ცნებებით,
ორთქლი მინებზე. ვიცანი.
სავსეა დღე ოცნებებით.

ნულია წამი. სიშორე -
თვლემს გაზით სავსე აუზში.
ხე თითქოს ფოთლობს , ეზოში -
ცვილის ნაგაზი ავუშვი!

არ გამიმეტა სიფიცხემ,
ორთქლით შევღებე მინები,
ხელის გულზეა სამყარო,
სავსეა დღე მოთმინებით.

ისევ დავხატე. არ ვიცი -
რატომ არ ნათობს აისი,
ალბათ მინებზე ფიგურებს,
ყალბად იხატავს მაისი.

ნულია წამის სიშორე,
უკან მომზდევდა ზმანება,
ხელის გულზეა სამყარო,
დღე ღამედ დამენანება.

ორთქლი მინებზე. ვეწევი
რომ არ გამიგონ - ვიქცევი.
ბეწვზე გადავრჩი ლანდებად,
მუქად არ გადავიქცევი.

ღამეა, მაგრმ სინათლე,
ორთქლით სავსეა მინები,
ისევ დავხატე. არ ვიცი -
კრულვა, წყევლით და გინებით.

მინდა ნუდისტი ვიყო და -
ღმერთო მეთენოს ეული,
მინდა სიცოცხლე ამ ლექსთან,
აზრებიც გადარეული.

ორთქლის ექსპრესი გავიდა,
გამასწრო სავსემ - ცნებებით.
სავსეა ხელის სამყარო,
სავსეა დღე ოცნებებით.

27/02/2012



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    +
    წარმატებები!:*
    მე ვიცი შენი უკეთესი ლექსები ძმა...
    მადლობთ შეფასებისთვის !!
    გავითვალისწინებ
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-04-01 14:04:25
  • "მინდა ნუდისტი ვიყო და -" ???????

    წარმატებები.
  • 1
  • ნიკა მეფორია
  • 2012-03-31 22:45:48
  • დებიუტისთვის არაუშავს +1 უკეთესის მოლოდინში....წარმატებები...შეეცადე შენს ლექსებს რამე ახალი შეჰმატო....