პაწაწინა მარიამს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-04-09 20:44:09
320/14

აქსიომაა,დაღმართს შემდეგ აღმართი მოსდევს.
მე ეგ დაღმართი ჩავიარე უკვე ბოლომდე,
ახლა კი დროა,აღმა ავყვე გუშინდელ მომსვლელს.
(სხვას შეიძლება სამოთხეშიც არ გავყოლოდი)
ორი დღისაა,გუშინდელი სტუმარი ჩემი.
ორი კაცი ვარ დღეის იქით,გულიც გადიდდა.
შენ გიხაროდეს მოყვარევ და ატირდეს მტერი.
მე ვბედნიერობ ,რადგან უკვე აღარ ბადრდნის და
შავი ღრუბლებიც დაფანტულან,თეთრად არიან.
ყველა მოქიშპე გამიწბილდა,ბოღმისგან სდუმან.
საოცრებაა,სასწაული,როცა ქარიან,
როცა წვიმიან,ბნელ ღამეში ინათებს უმალ.
სასწაულია,მა რა არის, უეცრად როცა
ავდარში თვალებს გაახელ და უკვე დარია,
შენ ღვთისმშობელო შეიწყნარე, ეს მამის ლოცვა
და მოწყალებით მოახურე, ციცქნა მარიამს
ეგ წმინდა კალთა,მოსახელე რადგან შენია.
მუდამ ფარავდე ,რადგან დიდხანს უნდა იაროს.
მე გულგაღეღილ ლოცვის გარდა რა დამრჩენია?!
ბედის დოლაბი სულ წაღმა, რომ დაატრიალო.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან თბილად დაიღვარა ++
    უღრმესი მადლობა ყველას!!გაიხარეთ:*:*
    ძალიან მაგარი ლექსია, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი მომეწონა!..
    "სასწაულია,მა რა არის, უეცრად როცა
    ავდარში თვალებს გაახელ და უკვე დარია,
    შენ ღვთისმშობელო შეიწყნარე, ეს მამის ლოცვა
    და მოწყალებით მოახურე, ციცქნა მარიამს"

    ღმერთმა სასახელო შვილი გაგიზარდოს!
  • 11
  • მე-კალ-მე
  • 2012-05-30 00:45:42
  • ძალიან თბილია!
    უფალმა გაგიზარდოთ!
    +3
  • 10
  • ა__ჩ__ი
  • 2012-04-14 03:02:00
  • გაიხარე... აშკარად წინ მიდიხარ!

    +2
    პატარა მარიამმა ლექსშიც ცამდე აგისროლათ! მარიამის ბედნიერად გაზრდასთან ერთად გაიზარდოს თქვენი ლექსების რიცხვიც მადლიანად!
  • 8
  • მაია ღლონტი
  • 2012-04-11 11:07:37
  • ძალიან თბილი და ლამაზი ლექსია.

    +2

    "ორი დღისაა,გუშინდელი სტუმარი ჩემი.
    ორი კაცი ვარ დღეის იქით,გულიც გადიდდა.
    შენ გიხაროდეს მოყვარევ და ატირდეს მტერი."


    ვიფიქრე, რომ გაძლიერდა ავტორი პატარა, მარიამით.
    ლექსის ხასიათს დაეტყო.


    "ყველა მოქიშპე გამიწბილდა,ბოღმისგან სდუმან." და რა ძვირფასი "არგუმენტია" მათ გასაწბილებლად!


    ღმერთი დაგიფარავთ.
    ++
    როგორ გაუმართლა პატარა მარიამს, ლიპო, ძამიკონა... გაიხარე შენ და იხაროს შენმა მარიამმა
    გაიხარეთ..დიდი დიდი მადლობა ამდენი კარგი სიტყვისთვის:*
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2012-04-09 22:13:17
  • მახსოვს,ლიპო,მახსოვს.


    მახსოვს როგორი გულით და თვალით წამეკითხა,გაბრწყინებულით– იმიტომ რომ.... გითრეს აგერ ზევით.


    კიდევ გილოცავ პატარა მარიამის ამ ქვეყნად მოვლინებას. :*
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-04-09 13:17:13
  • ა, ლექსი!...

    საღოლ.

    +3
  • 1
  • ჰენრი
  • 2012-04-09 12:49:31
  • თუ დამიჯერებ, ძმაო, შენს ლექსებს შორის ყველაზე დახვეწილი და ტექნკურად კარგად შესრულებული ლექსია...
    (ემოციაზე, გულწრფელობაზე, სითბოზე არაფერს ვამბობ)
    ეს ლექსი +++ იმსახურებს (არა იმიტომ რომ შვილი შეგეძინა, არამედ იმიტომ რომ ძლიერი ლექსია)
    როგორც ჩანს ახალი ძალა და ენერგეტიკა მოგიტანა მარიამმა.
    ღმერთმა ჯანმრთელი, წარმატებული და ბედნიერი გაგიზარდოს!

    გილოცავ!