მსოფლიო თავისებურებანი ირაკლი ასლანიკაშვილი
იუმორისტული
2012-04-12 00:45:58
161/7

გამძლეობა ეგვიპტელი მონის,
სიდიადე მისი ფარაონის.

ფილოსოფოსი ბერძენის სიბრძნე,
22 ივნისის დღის სიგრძე.

ამტანობა რუსის ბარაბანის,
მოქნილობა სუმოისტის ტანის.

დახვეწილობა ქართული ენის,
თვალთა სიუხვე ინდური ძღვენის.

მნიშვნელობა იაპონურ ტონის,
რაინდობა ესპანელი დონის.

სიმამაცე შოტლანდიურ გულის,
მყარი კურსი ბრიტანული ფულის.

ლეონარდოს მონა-ლიზას ფასი,
სინატიფე ავსტრიული ვალსის.

მარადიულობა ქალაქ რომის,
წაგების მიზეზი ტროას ომის.

დანიშნულება ჩინეთის კედლის,
მოკაზმულობა ფრნაგული ეტლის.

არჩევანი ტროპიკული ხილის,
მორჩილება ებრაელი შვილის.

ბრაზილიელი ფორვარდის გოლი,
ჰოლივუდის მსახიობის როლი.

ზელანდიელი რაგბისტის ლელო,
ირლანდიური გაშლილი მდელო.

იამაიკის დაბოლილი პლაჟი
და კუბური ღამის პეიზაჟი.

სიძლიერე გერმანელი ერის,
სათნოება ათონელი ბერის.

აზიური ათას ერთი ღამე,
ასე შემდეგ კიდევ ბევრი რამე... :)



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • ა__ჩ__ი
  • 2012-04-13 14:29:14
  • უინტერესოა...

    -1
  • 6
  • ტიტე
  • 2012-04-13 12:19:16
  • პოეტიკაში ეს გადატრიალება იქნებოდა, რომ არა ერთი მიზეზი - "დახვეწილობა ქართული ენის," :))))
    მარცვლების ზედმეტობები რომ გაასწორო, ზოგიერთ ადგილას და "გააასალაშინო"

    საინტერესო ფორმით ჩამოთვლილი ინფორმაცია იქნება.DDD
    :))) გაიხარეთ, გაიხარეთ! :) ლექსი აიტანს ნებისმიერ დანამატს :))
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2012-04-12 01:36:11
  • "მოქნილობა სუმოისტის ტანის."<<<აგერ გამეცინა, ა.


    დანარჩენი,ისე ვიკითხე, როგორც ენციკლოპედიას წაიკითხავდა კაცი. :)) ინფორმატიულია :))
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-04-11 22:30:49
  • - 1

    გასაბათილებლად.
  • 1
  • ჰენრი
  • 2012-04-09 14:48:39
  • +3 ვიხალისე! :დ