9 აპრილი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-04-16 13:47:15
115/9

იყო დაცემის,ის დღე იყო მაშინ გმირობის.
აპრილის სუსხი ადუღებდა ერთობის დილას.
იდგნენ გვერდიგვერდ,იდგნენ ზღვარზე გადაღლილობის.
მამულის გმინვა მათ შეიგრძნეს საკუთარ ჭირად.
ისინი იდგნენ,გულჩაბღუჯულ ხელებით მაღლა
და მათი სული დაეჯიჯგნა უცხო დილემას,
თავისუფლებას ჯერაც უცხოს,ან მონის დამღას,
საკმაოდ ჰქონდათ მაგ მონობის გამოცდილება.
წყვდიადი ღამე უეცარმა ელვამ გაკვესა,
სანთლების ზღვაში ჩაიძირა,ქუჩა რუსთველის.
რაც შიში ჰქონდათ,ერთმანეთში წვრილ-წვრილ გაყვეს და
მტკვარს გაატანეს,ვით სიზმარი კაცთან უთქმელი.
ქაშუეთის ზარებს თან ერთვოდა ტანკის გრიალი
და საქართველო მოელოდა,ზღაპრულ გმირობას.
ეშმა ხარობდა ამ იქორებრ სისხლის თქრიალით,
ქართველს რომ დიდხანს გაჰყვებოდა მტკივან ჭრილობად.
და დაიშალა ბარმახვილით სანთლის აქცია.
მას შემდეგ უკვე ოცდასამი წელი გამოხდა.
იმ დღემ \"გრუზია\" საქართველოდ გადააქცია,
იმ დღეს ქართველმა ჩააბარა სისხლით გამოცდა.
დღეა დაცემის,დღევანდელი დღეა გმირობის,
ახლა ტიტებმა გააწითლეს აპრილის დილა.
რა მნიშვნელი აქვს ვიხოცებით აბა ვინ როდის.
თუ საქართველო მათნაირად ჩვენაც არ გვტკივა.

დღეა დაცემის,თანაც დღეა დიდი გმირობის
დრეს ისევ ისე, როგორც მაშინ 9 აპრილია.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მძიმე თემაა..:)))... გაიხარე ლიპო :)))...
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2012-04-18 18:06:23
  • ლიპო, გაიხარე.

    კორექტურები გაპარულა ნაწერში.
    :):):) საინტერესო კომენტარებია.ყველას დიდი მადლობა
    დამეზარა ბოლომდე წაკითხვა იმდენაც "ჭაკითხული" მქონდა უკვე. ეს დაწერილია და 7-8 ასეთი შეიძLება დაიწეროს უცებ. პოეზია უნდა გამოარჩევდეს ავტორის ინდივიდუალიზმს, სხვანაირად ვერ იქნება ვერც ენმოციური, ვერც კარგი და ა.შ...
  • 5
  • დორიან გრეი.
  • 2012-04-17 00:02:05
  • ჩემ თავსაც ვეუბნები ხოლმე ასეთ რაღაცას: როცა ლექსს წერ და აკითხებ სრულიად უცხო ადამიანს, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს, არ უნდა თქვას იმ კაცმა რომ ტყუილად დრო დავკარგეო :)))

    ვერ დავეთანხმები მე ამას :)

    დანარჩენს კი :)
    აქ რა ვთქვა ეხლა ?! :)))

    ჩემ თავსაც ვეუბნები ხოლმე ასეთ რაღაცას: როცა ლექსს წერ და აკითხებ სრულიად უცხო ადამიანს, პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გქონდეს, არ უნდა თქვას იმ კაცმა რომ ტყუილად დრო დავკარგეო :)))
    აქ თითქოს უკმაყოფილო დავრჩი. ეს ყველაფერი ხო ვიცით, გვტკივა და გასაგებია. რაღაც სხვანაირად უნდა გეთქვა, რომ უფრო მაგრად მომხვედროდა გულზე, ვიდრე აქამდე მომხვედრია...
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2012-04-16 20:56:34
  • თემას + და დანარჩენი უკომენტაროდ
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-04-13 16:04:45
  • + 1

    წარმატებები, უკეთესები წამიკითხავს ისე ამ ავტორის!...
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-04-13 14:46:32
  • +1 და უკეთესის მოლოდინში!