(მე თავდახრილმა დავინახე,ზეცა პრიალა) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-04-29 19:11:26
114/6

მე თავდახრილმა დავინახე,ზეცა პრიალა.
მე თქვენს თვალებში გადავხატე,მიწის გუმბათი,
უფრო ნამდვილი ვიდრე ცა და გამაჟრიალა.
ეგ სინამდვილე, მზეს ჩაქრობას მალე უქადის.
მე თქვენს ღიმილში მომავალი დავლანდე ჩემი.
თქვენი ტირილი,დამპალ გულზე მძიმე ლოდია.
უკვე ზურგის ქარს შეეჩვია ეს ჩემი გემი.
ახლა მუზებიც,წვიმებივით მალ-მალ მოდიან.
დარდიც გახშირდა,უდარდელად აბა როდია
ბედნიერება?!მაჯისცემაც ორჯერ ჩქარია.
თქვენი ღუღუნი,გაკვირტული იმ ხის ტოტია,
იმ ბებერი ხის ფესვები რომ გამომპალია.
მახრა ბევრია,ყველა გოჯზე თითქმის მტერია,
მაგრამ მახრისგან დასაცავად მტკიცე ფარია,
ახალი ყლორტი,ამ ჩვენ ხესაც გამოერია.
უნდა იფოთლოთ,ჩემო ბესო და შენ მარიამ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 6
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-06 12:53:25
  • აუ, რა საყვარელი ფინალი აქვს.

    მესამე სახელიც მიამატე მალევე.
  • 5
  • ნიკა მეფორია
  • 2012-05-03 13:50:44
  • მომეწონა +2 წარმატებები
    გამიხარდა ეს ლექსი :)))*
    კარგია!!! ))

    + და წარმატებები..))
    საოცარი მიძღვნა და ანდერძიც შვილებს, კარგია, ლიპო... გაიხარე
    პირველი კუპლეტი მომეწონა და ბოლო სტროფი +1