ღარიბი,რომ გამდიდრდება ზვიად მახარაძე
იუმორისტული
2012-04-29 19:12:54
213/3

ღარიბი,რომ გამდიდრდება
სხვა ღარიბებს არად აგდებს,
ცოდვა–მადლი აღარ ახსოვს
თუ გინდ ღმერთი თავზე ადგეს.

აღარ ახსოვს გუშინდელი
გაცვეთილი ,,ქალამანი\",
ადრე ბუზად, რომ არ სჩანდა
ახლა ხდება ,,ყარამანი\".

აღარ ახსოვს ის ტკივილი
შიმშილი ,რომ ადრე გვრიდა,
ადრე მის ტოლ მშიერ–ღატაკს
დღეს დასცინის უწყებს ქირდვას.

ვეღარ ამჩნევს ,ვერც მეგობარს,
ვერც მოკეთეს და ვერც მოძმეს,
გვერდზე აღარ იხედება
შიშობს თავი, რომ არ მოძვრეს.

ღარიბი რომ გამდიდრდება
სხვა ღარიბებს ვეღარ ამჩნევს,
თითქოს მასზე უკეთესი
აღარ ჰყავდეს ქვეყნად გამჩენს .

ზვიად მახარაძე
ეს ლექსი ერთ ჩემი დროის სტუდენტს დავუწერე და კონკრეტულად პიროვნებას ეკუტვნის



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 3
  • ბაჩო
  • 2012-11-10 19:49:11
  • ასეთ ადამიანს ბევრს ვიცნობ ...მართლაც ასეა
    კი როგორ არა გამოიტანა და ტან როგორ მწარედ
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-06 13:42:58
  • თუ გამოიტანა მერე სათანადო დასკვნა იმ პიროვნებამ?