წუხელ წვიმა იყო ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-05-01 01:25:12
199/21

წუხელ წვიმა იყო,ჩემო დაიკუნა.
წვიმამ, გამახსენა დედის აცრემლება,
ის დრო ,როცა თავზე ძაძა დაიხურა,
ჩვენთან რომ ისურვა მაინც გაჩერება
სიკვდილმა,ჩვენი სახლის მოაჯირი
ქვიშით ანაშენებ მესერს შეადარა,
ლოცვამ,აზვირთება ტალღად მოვარდნილი,
უკვე გვიან იყო...ვეღარ შეაკავა.

წუხელ წვიმა იყო,ჰგავდა იმღამინდელ
წვიმას,მაგრამ მართლა ღრუბელს გასდიოდა.
ძველი ტკივილები სადღაც გადავიდნენ,
უკვე ღიმილსაც კი აღარ მპატიობენ,
რადგან ყველაფერი,არის ცვალებადი,
დროის კანონია უნდა დამიჯერო.
ობლის სიხარული,არის წვალება და
არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ
ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი.
გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს.
ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი
ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს.
წუხელ წვიმა იყო,ჩემო ახტაჯანა,
ჩემო ერთადერთო, ძუძუს მოზიარევ.
სულ მთლად ჩამომბანა დარდის ჯაბახანა,
მორჩა,აღარავარ აწი მგლოვიარე.
წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო.
შენი ტკივილებიც ღვარცოფს გავატანე.
ვიცი რასაც ვამბობ,უნდა დამიჯერო
წარსულს კუბოსავით თავი დავაფარე.

წუხელ წვიმა იყო!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 21
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-06 20:44:27
  • :* უდედეეე. გენაცვალე.
    გასწორებულია ნათი შეცდომა:)
  • 19
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-06 18:58:13
  • ღიტინ-ტლიკინზე - მეც ის მომინდა მეთქვა, რაც ირაკლის უთქვამს.

    ჩემო ერთადერთო ძუძუს მოზიარევ- აქ სწორად თუ არ დაალაგე სიტყვები,ლიპო, გამოდის რომ ერთადერთ ძუძუს გეზიარებოდა,არადა, როგორც მივხვდი, ერთადერთ შემზიარებელს,ერთადერთ დედმამიშვილს გულისხმობ, უბრალოდ. მასე ოხერია ქართული გრამატიკა და ამიტომაა წერა სწორად-ძალიან რთული.
  • 18
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-05-04 23:07:19
  • ღიტინ-ტლიკინი და დაკრეჭილი ხალხი არ ვიცი ვისთვის რამდენად პოეტურია, მაგრამ მე ნამდვილად მეხამუშა. თან - ძალიან.

    სასვენი ნიშნების პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას :)

    იყო კარგი მომენტებიც, მაგ: "წვიმამ გამახსენა დედის აცრემლება". მომეწონა ეს.
    ამჯერად შეუფასებლად ვტოვებ.
    კიდევ ერთხელ მადლობა ყველას:*:*:*:*
  • 16
  • თაკო რაზმაძე
  • 2012-05-03 16:52:05
  • ისეთი თბილია, ისე გულიანი... ყველა შენიშვნა არის უხარისხო:)
  • 15
  • ანანე კიკნაძე
  • 2012-05-03 11:30:56
  • მთლიანობაში მშვენიერია და კარგი, მაგრამ მეტეოროლოგიური მოვლენა გადაზედმეტებულია, ბევრჯერ გაქვს და ბოლო ფრაზის ეფექტს კარგავს.
    მომეწონა!!!!... მგრძნობიარე და ემოციურია:))) წარმატებები:***
  • 13
  • ციცინო ბუკია
  • 2012-05-02 14:14:46
  • მომეწონა, ტკივილითა და საოცარი სითბოთია გამსჭვალული
  • 12
  • რუსიკო ურიდია
  • 2012-05-02 11:32:18
  • რადგან ყველაფერი,არის ცვალებადი,
    დროის კანონია უნდა დამიჯერო.
    ობლის სიხარული,არის წვალება და
    არის ირონია,ყველა ნაბიჯზე რომ
    ხიფათს ელოდები,ნერვებ დაგლეჯილი.
    გულში უნდობლობის ჭია გიღიტინებს.
    ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი
    ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს.

    момщонс липос лексеби ак квела ситква нагдиа да мгрдзнобиаре
  • 11
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2012-05-01 23:30:36
  • კარგია ლიპო, მთელი ამბავია აქ და მთელი სამყარო, შენ წინა ლექსებში შევიარე კმენტარის დაწერამდე და ისეთი განსხვავებაა გავთბი, +3 და გულიანი შექება ჩემგან.
    პ.ს. ბოლოს რაღაც სასვენ ნიშანს ველოდი და იქნებ გადაწყვიტო :)
    მოვიწონე ლექსი დაიკუნასთვის...თბილი და-ძმური სათქმელი
    "წუხელ წვიმა იყო,ჩემო წვიმისფერო."...

    კარგი ლექსია! წარმატებებს გისურვებ და ჩემგან +2
    სიკვდილმა,ჩვენი სახლის მოაჯირი <--- აქ აკლია ერთი მარცვალი და გირჩევდი ჩაამატო რამე, არა მგონია დიდ სირთულეს წარმოადგენდეს.
    სხვა მხრივ კარგია ასე თუ ისე, + და წარმატებები ;)
    ღმერთსაც ემდურები,როცა დაკრეჭილი
    ხალხი,ძურგის საფხან ენას გიტლიკინებს.

    შეასრულე რა... მე მომეწონა. ++ აქ ძმაო.
    დიდი დიდი მადლობა ყველას..გაიხარეთ
    ან შენ იზწრდები ან ჩემი სიმპატია შენი პოეზიიის მიმართ++
  • 4
  • ნიკა მეფორია
  • 2012-05-01 15:16:32
  • კაია +2 წარმატებები
    მაგარია ++
    +2
    შანი >>შენი
    წარმატებები
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-04-30 11:56:31
  • იდეა კარგია, ფორმაც, თუმც შესრულებით, უკეთესები მინახავს შენი ჩემო ძმაო.

    +2