*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-05-15 18:41:10
88/2

არ ვიცი,როგორ ან საიდან დავიწყემ
რა ქსელი გავაბი,ჩემიდან შენამდე.
მაგრამ ახლაც მახსოვს,რომ ზღვისკენ გამიხმე
და ფრთები გავშალეთ სამყაროს ჭერამდე.
მერე შენ შეგცივდა,სიფხიზლემ იძალა,
ქვიშაში ჩარგული თვალებით გამშორდი,
რაც მანა იყავი,შენ დღემდე ისახარ,
ფერადი ოცნება,შავ-თეთრი ბავშვობის.
აღარ მესიზმრები უკვე რახანია,
შემთხვევით თუ მხვდები და ისიც ხანდახან.
ჩემთან ყველაფერი უკვე ახალია,
შენ მაინც ისეთი, ბავშვურად სადა ხარ.
ის ჭრელი საღამო,ქაღალდის ნავია,
ჩვენს ხსოვნას დღემდე რომ ტალღებზე დაათრევს.
შავ ზღვაზე,შენც იცი რომ მუდამ ქარია
და თალღებს თავს დიდხანს რომ ვეღარ გაართმევს,
ეს ალბათ შენც იცი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-05-30 19:55:03
  • ლიპო, კორექტურებს გადაავლე თვალი.
    მსუბუქად იკითხება. თუმცა, შეიძლება ჩემი ბრალია, მაგრამ ალაგ მომეჩვენა რიტმი ირღვეოდა.
    ყველაზე მეტად მომეწონა :*