იასამნისფერი პრესა ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-05-24 13:49:16
187/6

მაზლი მინდოდა მყოლოდა უბრალო, მაგრამ ქვისლი,
ბიცოლად ივანიშვილი, საბნად ფული და ნისლი..
ნაღმი მინდოდა მქონოდა, უი, რა მაგრად დავთრი,
ავაფეთქებდი ფეისბუკს ადნაკლასნიკის ხათრით,
ავაშენებდი ჭრელ-ჭრელა სახლებს, ყველგან და არსად
და თავ-პირს დავულეღვავდი, ვინც დასცინებდა ფასადს.
გავახურებდი კოცონზე ჩემს ვებერთელა მახვილს,
გავაყალბებდი არჩევნებს ჩემივ მზაკვრული ზრახვით.
გავაშენებდი ქვეყანას რაღაც ორიოდ დღეში,
გავიხსენებდი ხარხარით კვლავ, შევარდნაძის რეჟიმს.
ვერ მაკადრებდა ვერავინ, \"სულელოს\" \"დებილს\" \"შტეროს\",
გავაცინებდი უკბილო ხუმრობით შარლი სტერონს.
ჩემს ჰოლანდიურ საბანზე დავწერდი ღამის ანონსს,
მინისტრს სახელად მივცემდი გიგას, გიგის და ვანოს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
ვინც კი მკითხავდა \"მიდიხარ?\" ვუპასუხებდი - შენ მზეს...
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ყველას მათივე ნებით,
და კაიფისას, ჯიბეში დისკს ვეღარ ჩავიდებდი.
წვიმამ თბილისი დატბორა, ანუ ახლოა წარღვნა,
აზრი მინდოდა მქონოდა, მაგრამ არ მაქვს და რა ვქნა?



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ვახ მაგარია რაა, იეე :)))
    ოხ ადოლფ, ადოლფ!.. :))
    2+
    საღall :) უნიკალურია პოეტივით :დ
    ძალაინ მაგარიაა განსაკუთრებით მახათას მთაზე მთაზე მომხდარი მოვლენაც როა უფრო მაგარია.
    მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
    ვინც კი მკითხავდა "მიდიხარ?" ვუპასუხებდი - შენ მზეს...
    :დ :დ
    მეც გავიცნობდი ოდესმე მშვენიერ შარლიზ ტერონს,
    უკუღმა ვირზე შევსვამდი შენგან ნახსენებ ბარონს.
    :დ :დ

  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-05-24 14:52:40
  • გენიოს... მომენატრა აქაურობა!

    +3