ხ უ თ ი ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-06-03 11:34:46
221/9

5 - მოგესალმებით ყველას, უბრალოდ ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ არ შემეძლო არ მიმექცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის ხუთრადღება და არ დამეწერა ეს მონოლოგი, ამ ჩა-5-ული ჰაერის გადამკიდეს... როგორც მოგეხსენაბთ ტელეფონის ინდექსი \"რვა\" სულ რამოდენიმე თვეა რაც ხუთად გადაკეთდა და ეს არის წინაპირობა იმისა რომ მალე სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ. გეგმაშია მაგალითად:

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი \"დათა თუთაშხია\" გადაკეთდება \"დათა ხუთაშხიად\"

ფიფქია და შვიდი ჯუჯის მაგივრად იქნება აწი ფიფქია და ხუთი ჯუჯა.

სახელი ხათუნა გადაკეთდება ხუთუნად, ბუხუტი იქნება ბუხუთი.

ეს რათქმაუნდა ჯერ მხოლოდ ჩემი სახუთარი აზრია მაგრამ ვგრძნობ რომ გარდაუვალია შემდეგი ცვლილებებიც:

ქალაქ ქუთაისს დაერქმევა ხუთაისი.

მაყუთი გახდება მახუთი.

ორანგუტანი - ხუთანგუტანი.

ორცხობილა ხუთცხობილა.

ორლანდო ბლუმი - ხუთლანდო ბლუმი.

ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს იქნება - ჯერ დაიხუთნენ მერე იქორწინეს.

გვარი ორჯონიკიძე გადაკეთდება ხუთჯონიკიძედ, ორაგველიძე ხუთაგველიძედ, ბახუტაშვილი ბახუთაშვილი, ასათიანი ხუთასათიანად და ა.შ

ორს პლიუს ორი იქნება ხუთი.

ჩემი მეზობელი ლარისას ქმრების რაოდენობას წინ 5 მიემატება.

შემოვა ახალი სექსუალური მიმდინარეობა (ან ფსიქიკური გადახრა) ხუთოფილია.

გვექნება ახალი ანდაზები:

ხუთჯერ გაზომე და ხუთჯერ გაჭერი.

ძალიან გაუმართლებს ზღაპრის გმირ ხუთკუნჭულას და ხუთხუთკუნჭულა იქნება.

პოეტებსაც შეეხებათ ეს ყველაფერი, გადაკეთდება ლექსი:

\"როგორც ერთია ქვეყანა მთელი ისე ერთია გალაკტიონი\"

და იქნება:


როგორც ხუთია ქვეყანა მთელი ისე ხუთია გალაკტიონი\"

ამ ხუთ გალაკტიონში მოხვედრას ალბათ ნანუკას შოუ და მაია ხუთასათიანის პროფილი შეუწყობს ხელს, მერე იბლატავებენ პოეტები და თავიანთი შედევრების რაოდენობას წინ ხუთს მიუმატებენ...

შემოვა სადღეგრძელო - ხუთრადღება იყოს, ყუთრადღება, და მოდი ამ ჭიქით ძმებო ჩვენს ხუთსულოვნებას გაუმარჯოს, სახუთარ სამშობლოში ამაზე დიდი არაფერია.

ეს აშკარად გარდაუვალი ცვლელებებია და ვნახუთ რა მოხდება, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, აქ კი მგონი დროა რომ ჩვენ ხუთმანეთს დავემშვიდობოთ მკითხველო. წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვემდრამდე.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ნამდვილად ხუტიანი ნაშრომია :)
  • 8
  • არამითი777
  • 2012-07-28 08:59:57
  • :))) ეს წაკითხული მქონდა და ხუთი რათქმაუნდა
    ვკითხულობდი და ჩუმად ვხუთხუთებდი ...
    კარგია, ხალასი იუმორი :))
    2+2 ისედაც 5-ია ამ ქვეყანაში.
    დავი-ხუთ-ეთ :@ :(
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2012-06-03 20:09:24
  • მართლაც რომ ხუთრადღება მისაქცევია ეს ამბავი :)))) ++
    აუ მაგარია :))

    რუსთავი2 გახდება რუსთავი5 და ვერავინ მიხვდება რომ რუსთავი3 და რუსთავი4 გამოტოვეს :დ

    ++2
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-06-03 13:32:22
  • კაი კაი... ადოლფ ზიკ ჰაი! :D

  • 1
  • ცისკიდურელი
  • 2012-06-03 11:52:39
  • რა ვიცი, იუმორისტულ ჟანრში კი დევს, მაგრამ გულზე სამსჭვალივით რომ მოგხვდება ისეთი იუმორია.. ან უკეთ რომ ვთვა ის შემთხვევაა: მე სარკე მოგიტანე და შენ როგორც გინდა ისე მოიქეციო.. +2..