შენ მარიამ მიხელიძე
მინიატურა
2012-06-25 10:28:44
96/5

თოვდა. მთელი დღე თოვდა.
შენ არ ჩანდი.
თოვდა ნაცრისფრად, ცივად.
სახლში ნაძვის ხე იდგა, ნაცრისფერი და უსიცოცხლო.
ყველაფერი გაუფერულებულიყო:სახლი, ბაღი, ყვავილები...
თოვდა, უსასრულოდ თოვდა.
და, როდესაც მოხვედი შენ, ნაძვის ხე გამწვანდა, ყველაფერი გაფერადდა: სახლიც, ბაღიც, ყვავილებიც.
დათბა...
შენ ჩემი სულის სიმებს თბილი თითები გამოჰკარი.
მესიამოვნა, გამიხარდა.
უცებ შემეშინდა: არ წავიდეს-თქო, მაგრამ არ წასულხარ,არც არაფერი განაცრისფერებულა, არც აცივებულა.
იმედია, არც წახვალ, ჩემი სულის სიმებს კვლავ გამოჰკრავ ხელს და მესიამოვნება, გამიხარდება....
ალბათ იცი, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ!..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    რა ლამაზი ფიქრები აქვს ამ ადამიანს... ++
    გმადლობთ :)
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2012-06-26 16:48:44
  • "და, როდესაც მოხვედი შენ, ნაძვის ხე გამწვანდა, ყველაფერი გაფერადდა: სახლიც, ბაღიც, ყვავილებიც"- ეს მებანალურა.

    სიყვარულით, სითბოთია დაწერილი და + ამისთვის.

    წარმატებები სამომავლოდ
    ეს 6 წლის წინ დავწერე :) ვიცი, მაგრამ... :)
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-06-25 18:30:18
  • თბილი ნაწერია, ლიტ.ღირებულება არ აქვს,სამწუხაროდ. :(