დაკარგული პაროლი და გაფლანგული დრო ლობჟანიძე თენგიზი
იუმორისტული
2012-08-01 12:34:24
256/5

ჰა, დაგიბრუნდით, რადგან არ ღირს უთქვენოდ ძილი.
ჩემო სამშობლოვ, თმის ღერიც კი ჩემი, - შენია!!!
ფრანგულ ტყის თხილზე მივატეხე წუხელი კბილი
და ვთქვი - ადლფ ძმავ, უჩემოდ ხვარ მოგიწყენია?

ამ კომპუტერის გადამკიდემ ევკიდე ჭირი...
(სად ა ჯემალა, ან ძველი დრო რა თხამ შეჭამა?)
ქე მენატრება ჩემ მამულში კატავი \"ზილი\"-თ,
მინდორ-ველები მაქოური, კიდო, - ტყე-ჭალა.

იმას ვამბობდი, ამიფეთქდა ი კომპი, ძველი
და ახლა სხვა მაქ, \"ბეუშნია\" მარა ვგრიმიტობ,
იმ კომპში ჩამრჩა ლიტკლუბური პაროლი, გრძელი,
ჰოდა ამ ახლით შემევედი აქანა მიტო.

სხვა?! - ჩემსკენ მზეა, დახტუნავენ ხეზე ციყვები,
ვსწავლობ ფრანციცულს, ვუპაჭუნებ თვალებს ან-მარის,
მარა რათ გინდა, ამაოა ჩემი ფიქრები,
ზედაც არ მხედავს, რადგან არ მაქ ზანგის ზაგარი.

კიდო, ვწერ ლექსებს, ჰუმორულებს და ვეძებ სანჩოს
(ამ სიბერეში მიჭირს ზიდვა მე, წვერ-ულვაშის),
ეჰ რა დრო იყო, ჩამოვკრავდი თითცქვიტად ბანჯოს
და ვუმღეროდი ხალხის ბელად - სოსო ჯუღაშვილს.

კიდო რამდენი გევიხსენო, ან რად გვჭირია?!
ახლა ადოლფი დაშლიგინობს შეიხის მკერდზე,
დარუბანდი და ნიკოფსია შორზე შორია,
მარა დრო მოვა დოულეწავთ ცხოვრებას გვერდებს...

ასეა, ასე, - ნაყარია კაი ხნის, წილი,
მე ვინ ვარ შემრჩეს, ან კი ქვეყნად ვის შერჩენია?..
ჰა, დაგიბრუნდით, რადგან არ ღირს უთქვენოდ ძილი.
ჩემო სამშობლოვ, თმის ღერიც კი ჩემი, - შენია!!!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 5
  • თეო ბერიძე
  • 2012-09-23 16:28:24
  • გავხალისდი :)
  • 4
  • ჰენრი
  • 2012-09-03 16:15:29
  • +3 წლის სიცოცხლე მომემატა :) :D მეტის უფლება არ მაქვს
  • 3
  • ADOLF KOMUNIST
  • 2012-08-06 13:14:26
  • სალამი თენგიზ, ჩემი ძმა,
    სად დაიკარგე ბრატუხა?
    ეჭვის მარცვალი შემიძვრა,
    სულში და გადამადუღა.
    ვიფიქრე მერე - ვაი თუ
    აღარ ვახსოვარ თენგულას,
    მაგრამ ქე ვხედავ საიტზე,
    შემორჩენილხარ ერთგულად.
    გაიგე ჯემალს, ჩვენ ძმაკაცს
    რომ შეძენია ბაღანა?
    ვეუბნებოდი მე მაგას
    როგორ იმატებს ჭაღარა-
    აწი, მის თავზე, როგორც შენს
    თავზე... რამდენი ვერცხლია,
    ხელფასზე ფულიც არ მომრჩა,
    იმ მევალესაც ეცლია.
    ვიყიდდი კაი ტაშ-ფანდურს,
    წამოვიდოდი შენთანა,
    გნახავდი სახე გაბადრულს,
    თან მექნებოდა სმეტანა.
    სმეტანაზე და პივაზე,
    კაი სტრიქონებს დავწერდით,
    მაგრამ დღეს საქართველოში
    ძმაო, აღარ ვართ არცერთი.
    ასე ჩემო ძმაკაცო,
    ქე მივლის ვიღაც ჟენია,
    აწმყო დღეს თუ არა გვწყალობს,
    მომავალი ხომ ჩვენია?!

    კარგია.. :D +3
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-08-01 12:26:53

  • +3

    ადოლფმა დამირეკა, წავუკითხე ტელეფონით და მოვალო შემოგითვალათ, ბატონო თენგიზ.