*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-08-04 01:46:00
64/3

შოთა,ილია,აკაკი და ჩემი ტერენტი,
გალაკტიონი,ტიციანი,ლორდი პაულო.
თავზე მახურავს,ფერწასული შავი ბერეტი,
ერთხელ მეც მინდა მათნაირად წავიხმაურო.
ციდან ცრის მორცხვად,ახასხასებს მწვანე მდელოებს,
მიწა იხსენებს ვაჟას სულს და ყივის არწივი,
მეც ვგლოვობ ძმაო ამდენჯერ მკვდარ საქართველოებს,
მინდა ენგური გამოვცალო ცისფერ ყანწივით,
დრო მიჰქრის,მიჰქრის თავაწყვეტით ტატოს მერანიც,
მტკვარი დუდუნებს,მეტეხს მთვარე ეალერსება,
ვერ შეგვიცვალა ჯიშ-ჯილაგე დღემდე ვერავინ,
ვერ მოვიშალეთ სიყვარულის ახსნა ლექსებად.
ასეა ძმაო,ეხეტება ქვეყნად მრავალი,
ზოგს მეფე უყვარს,ზოგო კიდევ ყვარობს მეფის ცოლს.
ჩვენთვის ქართველად დაბადევბა არის მთავარი
და პოეზია,რომ ღამეშიც მზეს მივეფიცხოთ.
შოთა,ილია,აკაკი და ჩემი ტერენტი,
ღამეს თავისი,მაგიური,მოაქვს აურა.
დღემდე მახურავს ცადქცეული შავი ბერეტი,
რადგან ჯერ ჩემთვის მზემ ერთხელ არ წაიხმაურა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    რატომ არ გინდა ვინაობის გამხელა ლიპო? :D მე ვიცი ვინც ხარ. მოდი ერთად წავიხმაუროთ ძმაო. :*
    :):):)ზოგჯერ რა კარგად ხუმრობენ ადამიანები:)
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-08-14 12:23:39
  • პაულო? :D:D კოელიო? :D