ჩვენ ხომ ერთმანეთს გულებით ავცდით ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-08-22 01:01:26
134/9

ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ.
ფერმკრთალ იმედად დამრჩენია ლექსები ვწერო,
ღვინოს მივანდო განწირული ოცნების შველა.
ოპტიმისტობას ვეღარ ვიშლი,შემყურე დილის,
მზის და ზღვის მორცხვი პაემანი მაოცებს რადგან.
ეს ჩემი ლანდი სულ დამცილდა, თავისთვის ტირის,
ღამით ვპოულობ,თავისნაირ სამიოდ მთვრალთან,
შენს ლანდს დაეძებს,შენიც ალბათ დაეძებს ჩემსას,
(სასაცილოა,რომ ერთმანეთს ლანდებით დავსდევთ)
მე გავეცლები მოკლე ხანში,ერსაც და ბვერსაც
და საბოლოოდ ამ ჩემს აჩრდილს მიწაში ჩავდებ.
მანამდე დრო და მაინც დრო ჰქვია ამ დროსაც,
იცი?არ მინდა სულ არაფრის,არაფრის წერა.
ვისზე დავწერო?შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ,
როგორც გრიგალში,თავფაფახა ბაბუაწვერა.
ღრუბლების ჯარში,თუ ზღვადაზღვა გეძებდი ჩემო,
მაგრამ ვაი რომ ჩვენ ერთმანეთს გულებით ავცდით.
შენ შენმა ქ(მ)არმა გაგიყოლა და გულისცემა
სულ ახლოს მესმის,მას რაც იყო ვერავინ წაშლის.

ჩვენ ხომ დღეს გულით დაშორებულ ბილიკებს ვთელავთ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 8
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-08-29 20:17:52
  • ბექა - არ საჭიროებს.
    ამ შემთხვევაში "თუ" - ს სხვა ფუნქცია აქვს.
    აცალკავებს ორ მოვლენას.

    "სოფელსა თუ ქალაქად, არ მოიკლო ბარაქა" :D:D

    "ღრუბლების ჯარში თუ ზღვადაზღვა დაგეძებ ჩემო,
    მაგრამ ვაი რომ ჩვენ სხვადასხვა ბილიკებს ვთელავთ."

    აქ - "თუ" საჭიროებს განმარტებას: "მაშინ". ალბათ მიმიხვდი ლიპო :)

    დანარჩენს მოწონება :)
    ვისზე დავწერო? შენ ხომ ახლა ისე სანდო ხარ,როგორც გრიგალში, ტავფაფახა ბაუაწვერა.+3
  • 5
  • ა__ჩ__ი
  • 2012-08-22 13:10:29
  • +2 და იხვეწები აშკარად... სულ ზევით, ზევით...

  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2012-08-22 10:40:47
  • შენ შენმა ქ(მ)არმა გაგიყოლა და გულისცემა
    სულ ახლოს მესმის,მას რაც იყო ვერავინ წაშლის.


    +3
    მართალი ლექსია...

    +2
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2012-08-22 00:52:34
  • ეს არ არის გასამინუსებელი ნაწერი. +3-ს ვწერ რომ ამოვიდეს მინუსებიდან. ისე +2-ს დავწერდი...
  • 1
  • ჰენრი
  • 2012-08-22 00:22:01
  • ჩემო-ვწერო
    რადგან-მთვრალთან
    დავსდევთ- დავსდევთ
    ავცდით-წაშლის
    იმუშავე ტექნიკაზე რა... -1