მე ყველაფერიიიიი, შენთვის არ მინდოდააააააა ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-08-23 12:23:12
213/11

არ (ზღაპარი)

არ იყო და არ არა იყო რა, ღვთის უკეთესი არ იქნებოდა. არ იყო ერთი ხელმწიფე, რომელსაც არ ჰყავდა 9 ქალიშვილი, არ მისულა მასთან მეორე ხელმწიფის 9 ვაჟი და არ შეურთავს ცოლად, არ ყოფილა შვიდ დღე-ღამიანი ქორწილები, არ მისულა ბოროტი ჯადოქარი და არ ა.შ
ალბათ არ მიხვდით რომ ჩვენი ზღაპარი ეძღვნება \"არ-ს\" რომლის სახელია რსენა მარაბდელი. იგი არ დაიბადა 1985 წლის 12 აგვისტოს, არ ჰქონია კარგი ბავშვობა და არავის შეუნიშნავს არ-ის რსებობა. მხოლოდ და მხოლოდ მე პატივცემულო მკითხველო ჩემო, პალმის ჩრდილში მჯდომარემ, სად ოდესმე არ გადიწერა ქალმა ჩუმად ვერლიბრი ჩემი! რატომ? იმიტომ რომ არ გადიწერა კონვენციაც და საერთოდ ეს ქალი ჯვარსაც არ იწერდა ხოლმე, გინებასაც და არც მერი ერქვა საბრალოს.
არი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მისი საყვარელი კლუბი სენალი გახლდათ, საყვარელი ფეხბურთელი დიეგო მანდო მადონა. თუმც არი შემდეგ მხოლოდ ოცნებაზე გადავიდა და მეხუთე კლასში. პირველად ფულსაც გემო სწორედ მეხუთე კლასში გაუსინჯა, მახსოვს თუ როგორ შეძვრა მეზობლის ე. არ წ. \"პადვალში\" და არ-მა მოიპარა მატურა. სად დახარჯა ის ფული ღმერთის მეტმა კაცმა იცოდა. ხშირად მოისმენდით გენტინის ქუჩებში არი როგორ ღიღინებდა მის საყვარელ სიმღერას \"დაიჯეროოო, დაიჯეროოო\" რის შემდეგ არ-ს რადიო \"დაიდარდოში\" დააწყებინეს მუშაობა. იხსენებდა არი უამრავ ცნობილ ადამინებთან შეხვედრებს, ნოლდ შვარცნეგერთან, აიშვია არისთან და არ სხვა მისთ.
მისი ცხოვრების მორიგი ეტაპი არ-მა სამხედრო სამსახურში დაჰყო, სადაც ყოფნისას მან მძიმე რტილერია გადაასხა და აფხაზეთ-ოსეთი დაგვიბრუნა :))) (აქ მეცინება :))) მიიღო აერთი მედალი, აერთი შექება აერთხელ და ტკბილმა წუთებმაც გაირბინა.
2003 წლის 12 იანვარს არ-მა ცოლი შეირთო და ნახული ქორწილიც გადაიხადა. ერთი წლის თავზე მას არ ეყოლა სამი ტყუპი ვაჟი და სახელებადაც შესაბამისად არ დაურქმევია ათოსი, პართოსი და ამისი. ერთ დღეს კი ფილმ \"მაგედონის\" ყურებისას, (რომელიც მეგობარმა ოთ პაპიძემ ურჩია) არის მეუღლე შემოვარდა გახარებული და ოთახში პატარა ლეკვი შემოიყვანა, ლეკვს სახელი ცხადია არ-მა შეურჩია და ბათარა დაარქვა. ასე არ დაიწყო შემდეგი ეტაპი ცხოვრებისა.
ლექსებსაც შეეჭიდა არი, მისი საყვარელი ავტორები იყვნენ: ჩილ ბერიძე და ნინო დბაისელი, ხოლო ერთი ძალიან ცნობილი ლექსის ამ ორ სტრიქონს არი სულ იმეორებდა \"საითგან ხმა, საით ძახილი, მშობელი შობილს რას ეტყოდა\"
ეეეხ, ახლა ამის გაგრძელება არ მეზარებოდეს ჩემო არ, შეიძლება კარგი რაღაცაც კი არ გამოგვსლოდა. ჰოდა ასე დავამთავრებ, რომ ფინალი ძალიან სექსუ-არ-ული არ ჰქონდეს:
ერთ დღეს ქუჩაში პატივცემული არი - კი-ს შეხვდა და ასე გაჩნდა არაკი.
არ ჭირი იქა, არ ჭირი აქა, არ ქატო იქა, არ ფქვილი აქა.



ADOLF KOMUNIST-ის გამოსამშვიდობებელი წერილი ჯემალას

(ლექსი იქნა მოძიებული ადოლფის მარცხენა ჯიბეში, გულის)

მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს ციცო ბიცოლას,
სადმე თუ შემხვდა არ დავტოვებ მაგას ნასახად,
ქალიშვილი რომ არ ყოფილა კარგად იცოდა
და მისი კახპა მეზობელი შემოგასაღა.

კარი დაკეტე, დაასვარკე და ვინიცობა
დაგვიკარგავდნენ ამდენ სმაში ტრაკის გასაღებს,
მოდი ამ ჭიქით გაუმარჯოს ციცო ბიცოლას,
ძია კუკურის ოც მანეთად რომ შევასაღეთ.

გარეთ მზეა და ქალაქია გადახრუკული,
სხვა გზა არ არის ავიყვანო უნდა მოჯამა -
გირე და მინდა გაუმარჯოს ძია კუკურის,
ბიცოლას გამო შარშანწინ რომ უცებ მოგვჭამა

ჭირი, ასეა, ცხოვრებაა, სადმე ერთი თუ
მიჰქარე, გწამდეს რომ ქვეყანამ ნაგლი შეგარქვა,
საქართველოში სულ სხვა არის პრეზიდენტი თუმც
შუქი რომ ქრება აგინებენ ისევ ედვარდას.

გავიგე ვიღაც ვიგინდარამ შენს წინ იცელქა,
მერე შენზე თქვეს მომაკვდავის სახით არიო,
ჯემალ, ვინც გვატკენს ამ ალალ გულს მოდი \"ბრიტელკა\"
მასურივით გრძელ ნიფხავში ჩავიტანიოთ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    HAI KOMUNIST :D კარგი როგორ ბიძო იტყოდა ჩასაკითხი იყო:D
    :)))))))))
    ისტოტელეს მოეწონებოდა :D ვე დარჩებოდა მიუხედავი...
  • 8
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-08-29 20:11:19
  • "არ" მომეწონა.

    :D:D

    ++
  • 7
  • რ_____ო_____ი
  • 2012-08-23 16:17:27
  • არ პაპიძე :)
  • 6
  • ოთარ პაპიძე
  • 2012-08-23 15:52:28
  • გადასარევია პირდაპირ :)))) მინუსი მეტი სტიმულისთვის ;)
  • 5
  • ოთარ პაპიძე
  • 2012-08-23 15:51:51
  • "არი" რა :)))
  • 4
  • რ_____ო_____ი
  • 2012-08-23 15:50:39
  • მაგრად მიყვარს ეს ავტორი, სულ დადებით განწყობაზე მაყენებს როცა ჩემში ღვიძავს :) არჩილ, ჩაგამატეს ნაწერში :)
    მაგარია! :))) მომეწონა ძალიან
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-08-23 14:40:28
  • აუუუ, შესავალმა დაგლიჯა... გენიალური მიგნებაა...

    ლექსი დაჩრდილა დაჟე!

    +3
  • 1
  • ლიკა ჭელიძე
  • 2012-08-23 12:56:06
  • იუმორი ყოველთვის ადამიანის ინტელექტზე მიუთითებს:)

    შენ მაღალი ინტერელქტის პატრონი ხარ ადოლფ:))

    ბორჯომამ თქვა ნამეტნავად უპასუხოდ დამრჩა ტავის დროზე ადოლფა და ოდესმე გამოვასწორებო:))

    კარგი არაკი გამოგივიდა:)