რას ფიქრობენ შემოქმედები... ქვეცნობიერად და ქვე შენი ჭირიმე ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-09-07 14:32:35
208/8

მას შემდეგ რაც მუზასთან გარყვნილახსნილი სექსი მქონდა დავლექსმძიმდი და სულ რამოდენიმე თვეში პოემას ველოდები, თავიდანვე არ მოვიშორე ნაყოფი, ის ვაჟბატონი რახან მპირდებოდა ცოლად მოგიყვანო, მაგრამ აპააჰ, შენაც არ მომიკვდე, თვეში ერთხელ შემომივლის, რაღაც ორ-სამ რითმას მომიგდებს და მიდის მერე სხვასთან. ვერლიბრია თუ კონვენცია ჯერ არ ვიცი, ლექსოსკოპიაზე არ ვყოფილვარ, თან იმდენს ითხოვენ დარბაისელი ექიმები რომ გული გაგისკდება. ეს ყველაფერი თან ისე მაკომპლექსებს და მაკომპნოველებს, სათაური სად გამოვყო ვეღარ ვხვდები. ბუნებრივ მშობიარობას ვერ გადავიტან, აუცილებლად საგალაკტიონო უნდა გავიკეთო, მაგრამ საშუალება არ მაქვს და ვზივარ ასე შვიდი თვის ორსული, იმის იმედით რომ გამოჩნდება ვინმე ბებიაქალი ან ბაბუაკაცი და სოფლის პირობებში, ხის ოთახში, შემოდგომის სუნით რომ არის გაჯერებული და პატარა მოჩუხჩუხე წყაროს გადაჰყურებს ხედი - მამშობიარებს. მერე რა მოხდება უკვე დაგეგმილი მაქვს, ახალშობილს \"ო რა მაგარი ქალი ხარ\" უნდა დავარქვა და გავზარდო ბრწყინვალედ, ყველა საღამოზე წავიყვანო, ყველგან წავიკითხო, გამოვაქვეყნო ყველა საიტზე, რომ ხალხს დაამახსოვრდეს... ხოლო იმ პატივცემულ მუზას საშინლად გავაკრიტიკებ, ლიტ.ჯე-ზეც შევიტან საჩივარს და მოვითხოვ ალიმენტს, ეს ორ რამეს შეცვლის ერთი იმას რომ მე გავამწარებ მუზას და მეორე - თუ მე ალიმენტს გადამიხდის მუზა სხვა პოეტ-მწერლებთან ნაკლებს მიიტანს და ყველაზე მაგარი ვიქნები, დედამიწის ზრუგზე. ვოტ ტაკ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ჰაააჰააააა:D:D D: ძალიან მაგარია!!!
    საღოლ ადოლფა მაგარი იყო დამევასა:)
  • 6
  • ჰენრი
  • 2012-09-08 03:16:42
  • ვიხალისე :)
    გააფუჭე ხელი :დ არაუშავს ამას.
    დასაწყისში ძალიან მაგარი იყო.. ბოლოსკენ ტკიველებმა შეაწუხა თუ რა იყო არ ვიც გააფუჭა.

    :)

    +3
  • 3
  • ედო არძენაძე
  • 2012-09-07 17:10:33
  • "ო, რა მაგარი ქალი ხარ " მომეწონა ვაბშემც :დ
    ლაღი და გულიანი იუმორია, ლიტ.ჯეს ხსენების გარესეც შეიძლებოდა.
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2012-09-07 01:04:03
  • ოხ ეს ირონია... რა გითხრა აბა, გასაგებია შენი სათქმელი, მაგრამ რატომ დღეს?!