ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-09-09 00:00:44
102/14

ბაბა,უხალხობა სმენას ამახვილებს,
მთაში აცივდაო,მითხრეს სხვათაშორის.
მთვარე ემსგავსება ნაცვეთ ნამარხილევს?
ნისლის ჯარებია ბებერ მთათა შორის?
კარავთ სოფლებიდან დარჩა ორიოდე
ყარის კარავიო,ვიცი მენდურიან,
ოხ ეს დალოცვილი როგორ შორია და
ასჯერ მიგდებული მაინც ერთგულია.
ბაბა მომიყევი,ჩემი ბინულები
ისე მაგიურად თუღა რაკრაკებენ,
(ახლა ეს ფიქრები სევდას მინულებენ)
ვიცი თეთრი ქუდით დგანან ახმახები,
ჩემი თოვლისქუდა დინჯი რაინდები,
აქეთ თეთნულდი და იქით აწოლირი,
დგანან ბურჯებივით,ხიდიც გაიდება,
როცა ნისლებია ტბორად გაწოლილი.
ბაბა არ მითხრა,რომ თავებ დახრილია
მათგან რომელიმე ჟამმა შეაშინა.
გახსოვს მასწავლიდი,ხალხი ნახირია
და რომ ღმერთმა მხოლოდ ხორცი შეარჩინა.
ასე უსულოა ბაბა დედამიწა,
(შენ არ გესწავლება ჩემგან არაფერი,
ღმერთმა საპატრონოდ შვილი მამას მისცა,
მაგრამ შენ იყავი ხშირად მამაჩემი)
ბაბა უგულობა გრძნობებს ამახვილებს,
მთაში აცივდაო მითხრეს სხვათაშორის.
მთვარე ჩემთანაც ჰგავს ნაცვეთ ნამარხილევს,
მაგრამ ნისლების ზღვა,არ ჩანს მთათა შორის.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    შეუფასებელია ცჰემგან;)
    მეც მომეწონა ++
    გახსოვს მასწავლიდი,ხალხი ნახირია
    და რომ ღმერთმა მხოლოდ ხორცი შეარჩინა.

    ასე უსულოა ბაბა დედამიწა,
    (შენ არ გესწავლება ჩემგან არაფერი,
    ღმერთმა საპატრონოდ შვილი მამას მისცა,
    მაგრამ შენ იყავი ხშირად მამაჩემი)

    მე ვეთანხმები რომ ეს შენი შემოქმედების ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია ყველა სხვა დანარჩენ საუკეთესოთა შორის და რაც შეეხება ამ კომენატრას: ვისაც კითხვა ღლის გთხოვთ აგარ მესტუმროთ:) < ისაა რისი დაწერაც მინდოდა.

    ბევრი +
    (ახლა ეს ფიქრები სევდას მინულებენ)

    აქ ნიკა გამახსენდა და დავიფიცავ , ავტორი მეტყვის რო არ აქვს წაკითხული .

    იყო კაი ადგილებიც. ხასიათიანი ნაწერია, თან მიყვარს მთის თემატიკა, ვაფშემც წუხელ მესიზმრა რო მთაში ვიყავი :დ

    +
  • 10
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-09-10 11:14:19
  • პერიოდული სიხშირით მოსაწონ/დასაწუნი.
    მადლობა.ბექს სიტყვის ფუჭად ხმარებაში ვერ დაგეთანხმები:)ვისაც კითხვა ღლის გთხოვთ აგარ მესტუმროთ:)საეერთო ჯამშიმაინც მადლობა:)
  • 8
  • ბექა ყორშია
  • 2012-09-09 13:55:36
  • არის რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში სიტყვები ფუჭად არის აყრილი რითმის შესანარჩუნებლად.

    ნუ, ამჯერად შეუფასებლად.

    ველი მომდევნოს ! :)
    ზევით თქვეს სარითმო წყვილზე.. :)

    დავამატებდი, ნისლი ბევრჯერაა ნახსენები.
    დამღალა კიტხვამ
    გაიხარე დავით;)
    ბიჭო რა კარგია, მაგარი მომეწონა ეს ლექსი დავამატე რჩეულებში. ++
    გაიხარეთ დიდი მადლობა!ვიცი როი ვიცი:)ვიფიქრებ მაგაზე.
  • 3
  • რ_____ო_____ი
  • 2012-09-08 12:02:52
  • სხვათაშორის - მთათაშორის - ეს არაა კარგი რითმა მეგობარო.

    ლექსი არადა ძალიან კარგია, იქნებ შეცვალო ეგ.

    ++
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-09-08 02:06:28
  • ნელ-ნელა იხვეწება ავტორი, მივესალმები!

    +1
    ეს ფეისბუქზეც წავიკითხე და მოვიწონე, ამ ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია, ჩემი მოწონება და ადებითი შეფასება.