*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-10-13 00:27:08
62/2

სუსხმა ჩასჭიდა ნაადრევად ოქტომბერს ხელი,
ქარი მიწიდან ექაჩება ფოთლებს,ნამიანს.
დილა ჭლექიან შემოდგომას წამოახველებს,
მაგრამ წვიმები არსად სჩანან და რა ხანია
მეც აღარ ვდარდობ,დამიტბორდა სხეულსი ცრემლი,
მწვანე გომბეშო აყიყინდა აქვე,მეზობლად.
ყველა სიგიჟეს აბეზარა მდგმურივით ვდევნი
ჩემი სახლიდან(გინდ თავიდან)მაგრამ ეზოდან,
ჩემი ეზოდან აღარ ისმის გაბმული ბლუზი
და სტრიქონები,ფოთლის ნაცვლად მიაქვთ ნიავებს,
აღარსადღაა შემოტევა სულელი მუზის,
ჩემი ლექსები ნაგავსაყრელს ანაგვიანებს,
მე ჩავიკეტე,ჩემი თავის გავხდი ტუსაღი,
არა!გისოსით გამოვცვალე ნებით ფანჯარა,
ულვასა ბაბუს,დაობებულ თუთუნს ვუსაღებ,
მეზობლის კატაც დილით ვნახე,ბოლით დამხრჩვალა.
გებულობს ვინემ?ერთით მეტი ან ერთით ცოტა,
ქუჩის პოეტი აკლდება თუ დარდს მატებს ქალაქს,
გასამხელელი აღარ დამრჩა არცერთი ცოდვა,
საფერფლედაც კი აღარ ვარგა ეს თავის ქალა.
გარეთ ღამეა სუსხიანი,ცხრა ოქტომბერი
და ჩემში (ანუ ჩემს ოთახში) გაისმის ზარი,
ყიყინის ნაცვლად,კედლის მიღმა ისმის შოპენი,
რკინის კარებთან ატუზულა ნაცნობი მგზავრი,
მუზა მოსულა!წვიმად მოდის ცრემლების ტბორი,
მე ცოტა ხანში კიდევ ერთხელ ვნახავ განთიადს!
თავისუფლება არის თუმცა ჯერ კიდევ შორი,
გვირაბის ბოლოს იმედის ცა მაინც ანთია.


წვიმა მოსულა!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომეწონა ძალიან++


    წარმატებები
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-10-13 10:52:20
  • ერთი ეს სათაური არ მომეწონა, თორე დანარჩენი ნორმალურია(რაღაც–რაღაცების გათვალისწინებით), ვგონებ.

    +